გრიგოლ ბაბილოძე
გრიგოლ ბაბილოძე (დ. 8 აპრილი, 1908, სოფ. თხინვალი, ოზურგეთის მაზრა ― გ. 15 ივნისი, 1981, ბათუმი) — ქართველი პედაგოგი, პედაგოგიკის მეცნიერებათა კანდიდატი (1958).
გრიგოლ ბაბილოძე | |
---|---|
დაბადების თარიღი |
8 აპრილი, 1908 თხინვალი |
გარდაცვალების თარიღი |
15 ივნისი, 1981 ბათუმი |
ეროვნება | ქართველი |
მოქალაქეობა | საქართველოს სსრ |
განათლება | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
პროფესია | პედაგოგი |
მშობლები | მამა: ალექსი ბაბილოძე |
პედაგოგიკის მეცნიერებათა კანდიდატი (1958) |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგიური ფაკულტეტი, ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას აჭარაში. სხვადასხვა დროს იყო სკოლის დირექტორი, განათლების განყოფილების გამგე, სამასწავლებლო ინსტიტუტის ლექტორი, ბათუმის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის პედაგოგიკა-ფსიქოლოგიის კათედრის გამგე (1962–1974). ხელმძღვანელობდა საქართველოს პედაგოგიური საზოგადოების აჭარის განყოფილებას. მნიშვნელოვანი ნაშრომები შექმნა აჭარის სახალხო განათლების ისტორიის დარგში.
ლიტერატურა
რედაქტირება- ბიბილეიშვილი ი., მესხია ვ., გრიგოლ ბაბილოძე (ბიოგრაფიული ნარკვევი), ბათ., 1984;
- გურგენიძე დ., ენციკლოპედია "საქართველო", ტ. 1, გვ. 313, თბ., 1997