ხვარბეთი

სოფელი საქართველოში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში

ხვარბეთისოფელი საქართველოში, გურიის მხარის ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, მერიის თემში (სოფლები: მერია, ნაღობილევი, ჭახვათა, ხვარბეთი). მდებარეობს მდინარე ნატანების მარჯვნივ, ზღვის დონიდან 80 მ. ოზურგეთიდან 9 კმ, მერიიდან 3 კმ. სოფელში არის ეკლესია.

სოფელი
ხვარბეთი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე გურიის მხარე
მუნიციპალიტეტი ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
თემი მერია
კოორდინატები 41°57′13″ ჩ. გ. 41°54′42″ ა. გ. / 41.95361° ჩ. გ. 41.91167° ა. გ. / 41.95361; 41.91167
ფართობი 7,5 კმ²
ცენტრის სიმაღლე 80
მოსახლეობა 673[1] კაცი (2014)
სიმჭიდროვე 89,7 კაცი/კმ²
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,85 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ხვარბეთი — საქართველო
ხვარბეთი
ხვარბეთი — გურიის მხარე
ხვარბეთი

გვიან ფეოდალურ ხანაში ხვარბეთს ფლობდნენ აზნაური ქარცივაძეები.[2] 1883 წელს გაიხსნა ხვარბეთის სასოფლო საზოგადოების ერთკლასიანი სკოლა სოფელ გოგორეთში.[3] 1902 წელს ხვარბეთის სასოფლო საზოგადოება მოიცავდა სამ სოფელს: ხვარბეთი, გოგორეთი და ახალსაყდარი. მოსახლეობის რაოდენობა იყო 2766. 1921 წელს ხვარბეთის საზოგადოება ნატანების რაიონში შედიოდა.

მოსახლეობა

რედაქტირება
აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1908[4] 845
1911[5]   640
2002   865
2014   673 323 350

ცნობილი ადამიანები

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება