მერია (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი)

სოფელი საქართველოში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მერია (მრავალმნიშვნელოვანი).

მერიასოფელი საქართველოში, გურიის მხარის ოზურგეთის მუნიციპალიტეტში. თემის ცენტრი (სოფლები: მერია, ნაღობილევი, ჭახვათა, ხვარბეთი). სოფელში არის საჯარო სკოლა, ბიბლიოთეკა.

სოფელი
მერია

ეკლესია სოფელ მერიაში
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე გურიის მხარე
მუნიციპალიტეტი ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
თემი მერია
კოორდინატები 41°56′37″ ჩ. გ. 41°53′37″ ა. გ. / 41.94361° ჩ. გ. 41.89361° ა. გ. / 41.94361; 41.89361
ადრეული სახელები გოგორეთი
ფართობი 11 კმ²
ცენტრის სიმაღლე 30
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 1494[1] კაცი (2014)
სიმჭიდროვე 135,8 კაცი/კმ²
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 98,9 %, სომხები 0,9 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
მერია (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი) — საქართველო
მერია (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი)
მერია (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი) — გურიის მხარე
მერია (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი)

გეოგრაფია

რედაქტირება

მდებარეობს მდინარე ნატანების მარჯვნივ, ოზურგეთიდან 13 კმ., ზღვის დონიდან 30 მ. სოფელში არის რკინიგზის სადგური ნატანები-ოზურგეთის ხაზზე, რომელიც შვიდ სოფელს ემსახურება, გადის ოზურგეთი-ურეკის საავტომობილო გზა. მერიაში განლაგებული იყო საბჭოთა საავიაციო ბაზა, ამჟამად მის ადგილზე განთავსებულია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ნაგავსაყრელი.

სოფლის უწინდელი სახელწოდებაა გოგორეთი. გადმოცემის თანახმად გოგორეთი იყო ტყვეთა სყიდვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პუნქტი. რამდენადაც მუშტარს ყოველთვის ტყვე ქალთა რაოდენობა აინტერესებდა, კითხულობდა „გოგო რეთიაო?“ (ანუ რამდენიაო?). სწორედ აქედან შემორჩა სახელწოდება გოგორეთი. გოგორეთის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია XVII საუკუნით თარიღდება. უფრო გვიანდელია ნაკაშიძეთა კარის ეკლესია. ასევე იდგა წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია. 1841 წელს აქ გაიმართა გოგორეთის ბრძოლა.

გოგორეთი შედიოდა ხვარბეთის სასოფლო საზოგადოებაში და იყო ამ საზოგადოების ცენტრი. 1883 წელს გაიხსნა ხვარბეთის საზოგადოების სკოლა. სკოლა ერთკლასიანი იყო და 75 ვაჟი სწავლობდა.[2] სკოლით სარგებლობდა აგრეთვე კონჭკათის მოსახლეობა. 1890-93 წლებში სკოლა ორკლასიანად გადაკეთდა.[3] 1903 წელს სკოლაში გოგონათა განყოფილებაც გაიხსნა, ამ დროისთვის აქ უკვე 200 ვაჟი და 50 გოგონა სწავლობდა. სოფელში ამ დროს მოქმედებდა შემნახველ-გამსესხებელი საზოგადოება და აფთიაქი.[4]

XX საუკუნის 20-იან წლებში სოფელი უკვე მჭიდროდ იყო დასახლებული. 1928 წლისთვის სოფლის მოსახლეობის უმრავლესობა დაბლობში, ანუ მერეში დასახლდა. მალე მერეს მოსახლეობამ გადააჭარბა თავდაპირველი დასახლების, გოგორეთის მოსახლეობას და სოფლის ცენტრიც მერეში გადავიდა.[5] 1930-იან წლებში მერეში გადავიდა ხვარბეთის საზოგადოების სკოლა, რომელიც მანამდე სოფელ გოგორეთში იდგა. 1960-იან წლებში მერიაში მოეწყო სამხედრო აეროდრომი და მოეწყო შესაბამისი დასახლება. 1962-1964 წლებში სრულდებოდა სამოქალაქო ყოველდღიური რეისები მახარაძე-თბილისი. 1977 წლისთვის მერიის მეციტრუსეობის კოლმეურნეობა ფლობდა 120 ჰა ციტრუსის პლანტაციას. 1995 წლის 21 მაისს შესრულდა რეისი ოზურგეთი-მოსკოვი. ამჟამად აეროდრომის ტერიტორიაზე განთავსებულია მუნიციპალური ნაგავსაყრელი.

გოგორეთის ეკლესია

რედაქტირება

სოფელში შემორჩენილია კულტურის ძეგლი გოგორეთის ეკლესია. აგებულია ნატეხი ქვით. წარმოადგენს დარბაზულ ნაგებობას გარეთ გაზიდული ნახევარწრიული აფსიდით. შესასვლელი დასავლეთიდან და სამხრეთიდან აქვს. საკურთხეველი დარბაზისგან გამოყოფილია მხრებით, ხოლო იატაკი ერთი საფეხურით ამაღლებულია. გრძივი კედლების შუაში თითო პილასტრია. იატაკი ქვის ფილებითაა მოგებული და გადალესილია.

მოსახლეობა

რედაქტირება
აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1908[6] 909
1911[7]   415
2002   1814
2014   1494 749 745

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 26 ივლისი 2016.
  2. Кавказский календарь; თბილისი, 1890 წელი, ჩანაწერი გვ. 129 (457)
  3. ცნობის ფურცელი: ყოველდღიური გაზეთი. თბილისი, 1901. 7 დეკემბერი, N1663, გვ. 4
  4. ცნობის ფურცელი: ყოველდღიური გაზეთი. ტფილისი, 1903. 16 აპრილი N 2123, გვ. 3
  5. ნ. კალანდაძე, ნ. სალუქვაძე, „რატომ დავისაჯეთ ასე მერიელები?“ // გაზეთი „ალიონი“ N15 გვ. 2 — 2006 წ.
  6. Кавказскій календарь на 1910 годъ, Тифлись, 1909, стр. 226.
  7. Кавказскій календарь на 1912 годъ, Тифлись, 1911, стр. 143.