კონჭკათი (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი)

სოფელი საქართველოში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ კონჭკათი (მრავალმნიშვნელოვანი).

კონჭკათისოფელი საქართველოში, გურიის მხარის ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: კონჭკათი, განთიადი). მდებარეობს ნასაკირალის სერის ჩრდილოეთით, მდინარე სუფსის ხეობაში, ზღვის დონიდან 120 მ. ოზურგეთიდან 16 კმ, მერიიდან (უახლოესი რკინიგზის სადგური) 6 კმ. სოფელში არის საბავშვო ბაღი და საჯარო სკოლა.[2]

სოფელი
კონჭკათი
Konchkati2.jpg
სოფლის ხედი კატისციხიდან
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე გურიის მხარე
მუნიციპალიტეტი ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
თემი კონჭკათი
კოორდინატები 41°58′41″ ჩ. გ. 41°54′17″ ა. გ. / 41.97806° ჩ. გ. 41.90472° ა. გ. / 41.97806; 41.90472
ფართობი 10,6 კმ²
ცენტრის სიმაღლე 120
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 805[1] კაცი (2014)
სიმჭიდროვე 75,9 კაცი/კმ²
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 97,5 %, სომხები 2,1 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
კონჭკათი (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი) — საქართველო
კონჭკათი (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი)
კონჭკათი (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი) — გურიის მხარე
კონჭკათი (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი)

ისტორიარედაქტირება

კონჭკათის ტერიტორია ხვარბეთის სასოფლო საზოგადოებაში შედიოდა. 1930-იან წლებში ის გამოეყო ხვარბეთს და ჩამოყალიბდა ცალკე სასოფლო საბჭოდ, რომელშიც შევიდა ასევე სოფელ ჭანიეთურის ერთი ნაწილი სოფელ განთიადის სახით. საბჭოთა პერიოდში კონჭკათში გავრცელებული კულტურები იყო ჩაი, ციტრუსები და ტუნგი.[3]

ისტორიული ძეგლებირედაქტირება

სოფლის შუაში, მაღალ მთაზე, რომელსაც კატისციხეს ეძახიან, გადმოცემის თანახმად იდგა ციხე. ციხეს ბევრი ოთახი ჰქონია, მათ შორის მიწის ქვეშაც. ციხე მიწისძვრას დაუნგრევია, სანახავად მისულ ხალხს კი იქ კატა დახვედრია, ამიტომ დაერქვა კატის ციხე. კატისციხიდან გზის მშენებლობისთვის ქვიშა-ქვის გაზიდვის დროს გამოვლინდა ორგალავნიანი სიმაგრის ნაშთი.[4]

სოფლის განაპირას, ჩრდილოეთით, მაღალ გორაკზე დგას წმინდა გიორგის სახელობის დარბაზული ეკლესიის ნანგრევები.[5] სვანის ქედზე არის გამოქვაბული კელკეტერა (კლდეკარი). კელკეტერა დაქსელილი იყო შიდა გვირაბით, რომელიც სამ საიდუმლო გამოქვაბულს აერთიანებდა. სამივე გამოქვაბულზე რკინის ნაჭედი კარი იყო შებმული.[6] კელტეკერაზე ნაპოვნია ქვევრები და თიხის ჭურჭლის ნამტვრევები.

კელტეკერას წინ ჩამოუდის პატარა „შუა ღელე“. შუაღელის მარცხენა ნაპირზე დგას „ციხიას“ გორაკი. გორაკზე ციხე იყო აღმართული, რომელიც შუა ღელიდან მოზიდული ქვებით იყო აშენებული. ციხე იყო სიგრძით 60, სიგანით კი 20 მეტრი. ჩრდილოეთით და სამხრეთით ციხეს ორი კოშკი ჰქონდა. ციხე არქაული ეპოქისაა. ციხე აკონტროლებდა მდინარე სუფსის სანაოსნო გზას.[7]

მოსახლეობარედაქტირება

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1908[8] 906
1911[9]   574
2002   1311
2014   805 406 399

ცნობილი ადამიანებირედაქტირება

გალერეარედაქტირება

ლიტერატურარედაქტირება

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 654.
  • ენვერ გოგუაძე, „გურიანას ქუეყანა“ — ბათუმი, „ალიონი“ 2001
  • კუპრეიშვილი ბ. სოფელ კონჭკათის წმ. გიორგის დარბაზული ეკლესია // წელიწდეული IV-V გვ. 52-57 - 1999-2001 წწ.

სქოლიორედაქტირება

  1. მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 26 ივლისი 2016.
  2. საგანმანათლებლო დაწესებულებების კატალოგი
  3. აკ. ლოდია „კონჭკათი - აყვავებული სოფელი“, გაზეთი „ლენინის დროშა“ N32 გვ 1. — 1958 წ.
  4.   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 16885
  5.   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 9942
  6. გრძელიძე გ. „საველე ეთნოგრაფიული დღიური“ — თბილისი, 2012
  7.   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 10721
  8. Кавказский календарь на 1910 год
  9. Кавказский календарь на 1912 год
  10. გრიშიკაშვილი, ამბროსი, ქართველები პოლონეთში, თბ., 2008, გვ. 159-167