განთიადი (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი)
განთიადი (ჭანიეთური, მონასტერი) — სოფელი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, კონჭკათის თემში. მდებარეობს ნასაკირალის სერის ჩრდილოეთით, მდინარე სუფსის ხეობაში.
სოფელი | |||
---|---|---|---|
განთიადი | |||
![]() ჭანიეთურის მონასტერი | |||
ქვეყანა |
![]() | ||
მხარე | გურიის მხარე | ||
მუნიციპალიტეტი | ოზურგეთის მუნიციპალიტეტი | ||
თემი | კონჭკათი | ||
კოორდინატები | 41°58′47″ ჩ. გ. 41°55′57″ ა. გ. / 41.97972° ჩ. გ. 41.93250° ა. გ. | ||
ადრეული სახელები | ჭანიეთური | ||
ფართობი | 0,5 კმ² | ||
მოსახლეობა | 373 კაცი (2010) | ||
სიმჭიდროვე | 74,6 კაცი/კმ² | ||
|
სექციების სია
ისტორიარედაქტირება
გურიის სამთავროს ძველ საბუთებში ჭანიეთური ცალკე სოფლადაა მითითებული. საბჭოთა პერიოდში ის სამ ნაწილად გაიყო: ნაწილი შევიდა გურიანთის შემადგენლობაში, ნაწილს ეწოდა განთიადი და შევიდა კონჭკათის სასოფლო საბჭოს შემადგენლობაში[1], ხოლო ნაწილი ჭანიეთურის სახელით დარჩა ცალკე სოფლად განახლების სასოფლო საბჭოში. ჭანიეთურში იყო განვითარებული ფეოდალური ხანის ეკლესია-მონასტერი, რომელიც მოექცა სოფელ განთიადის ტერიტორიაზე.
მოსახლეობარედაქტირება
ეკლესიარედაქტირება
ჭანიეთურის მონასტერი მდებარეობს მაღალ გორაზე, რომელიც მონასტრის გორის სახლითაა ცნობილი. გორაზე რამდენიმე გზა ადის, რომელთაგან ყველაზე მოსახერხებელია სამხრეთ-აღმოსავლეთის გზა. მონასტრის მთავარი ეზო 500 მ2 ფართობისაა და შემოზღუდულია ქვის გალავნით. გორაზე ცაცხვისა და მუხის კორომია.
ტაძარი სავარაუდოდ X საუკუნეში უნდა იყოს აგებული. გადმოცემის მიხედვით თავდაპირველად ეს ეკლესია მაღალ გორაზე იდგა, მაგრამ იქ მოსახლეობა უგზოობის გამო ვერ ადიოდა, ამიტომ ტაძარი დაშალეს და გზასთან ახლოს ჩაიტანეს. ჭანიეთურის მონასტერი ხუროთმოძღვრებით დგას შემოქმედის, ჯუმათისა და ლიხაურის ტაძრების გვერდით. ცენტრალური შენობისთვის სამხრეთიდან მოგვიანებით მიუშენებიათ მცირე ნაგებობა. იგი ბერების საცხოვრებელი უნდა ყოფილიყო. დასავლეთიდან გვიან ფეოდალურ ხანაში მიშენებული ჰქონდა სტოა. ტაძარიცა და სტოაც მოხატული იყო. გადმოცემის თანახმად, მონასტრის ქვეშ დიდი ოთახები იყო. 1963 წელს ტაძარი მოინახულა და აღწერა ხელოვნებათმცოდნე კ. მელითაურმა. 2013-14 წლებში განხორციელდა ეკლესიის რეკონსტრუქცია.
ტაძარი ნაგებია სხვადასხვა ფერის თლილი ქვის კვადრებით. ტაძარი დარბაზულია, წყობა სწორკუთხაა. ტაძარს შესასვლელი დასავლეთიდან და სამხრეთიდან აქვს. დასავლეთით ტაძარს დიდი კარიბჭე აქვს. კარიბჭის თაღები მრგვალ მასიურ სვეტს ეყრდნობა. დასავლეთ მინაშენზე, სვეტის თავზე გამოყენებულია ტიმპანის ქვა, სადაც ცენტრში წარმოდგენილია წრეში ჩახაზული ჯვარი. კარიბჭის კედლებზე მოჩუქურთმებული ქვებია გამოყენებული. სამხრეთით კარის თავზე ჩუქურთმიანი თაღი გადის. ჩრდილოეთიდან ტაძარს მცირე ზომის სწორკუთხა მინაშენი აქვს, რომლის შესასვლელი დასავლეთიდანაა. ტაძარს დასავლეთით, აღმოსავლეთით და სამხრეთით გაჭრილი აქვს თაღოვანი სარკმლები, რომელიც ასევე მოჩუქურთმებულია. ტაძარს გარშემო გალავანი შემოუყვება.[2]
ლიტერატურარედაქტირება
- კ. ტუღუში, დ. სირაძე „დავიცვათ და შევისწავლოთ კულტურის ძეგლები“ // „ლენინის დროშა“, N135, გვ. 3 — 1961 წ.
სქოლიორედაქტირება
- ↑ ვ. ლომინაძე, „სოფლის ახალი სახელწოდება“, „ლენინის დროშა“ N52. გვ. 4 — 1937 წ.
- ↑ კულტურული მემკვიდრეობის პორტალი