ჭანიეთური
ჭანიეთური — სოფელი საქართველოში, გურიის მხარის ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, ბაილეთის თემში (სოფლები: ახალსოფელი, ბაილეთი, ჭანიეთური). მდებარეობს ნასაკირალის სერის ჩრდილოეთით, მდინარე სუფსის მარცხნივ, ზღვის დონიდან 80 მ, ოზურგეთიდან 10 კმ, ბაილეთიდან 3 კმ.
სოფელი | |
---|---|
ჭანიეთური | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | გურიის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ოზურგეთის მუნიციპალიტეტი |
თემი | ბაილეთი |
კოორდინატები | 41°58′27″ ჩ. გ. 41°57′42″ ა. გ. / 41.97417° ჩ. გ. 41.96167° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 80 მ |
მოსახლეობა | 239[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,2 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
ისტორია
რედაქტირებასოფლის სახელწოდება „ჭან“ ძირიდან და ამ ტერიტორიაზე ადრეულ ეპოქებში დასახლებული ჭანებიდან მოდის.[2] გურიის სამთავროს ძველ საბუთებში ჭანიეთური ცალკე სოფლადაა მითითებული. ჭანიეთურში იყო განვითარებული ფეოდალური ხანის ეკლესია-მონასტერი. გვიან ფეოდალურ ხანაში წარმოადგენდა ნაკაშიძეების სამფლობელოს.[3]
საბჭოთა პერიოდში ის სამ ნაწილად გაიყო: ნაწილი შევიდა გურიანთის შემადგენლობაში, ნაწილს ეწოდა განთიადი და შევიდა კონჭკათის სასოფლო საბჭოს შემადგენლობაში, ხოლო ნაწილი ჭანიეთურის სახელით დარჩა ცალკე სოფლად განახლების სასოფლო საბჭოში.[4] ჭანიეთურის მონასტერი ამჟამად მოქცეულია სოფელ განთიადის ტერიტორიაზე.
მოსახლეობა
რედაქტირებააღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002 | 220 | ||
2014 | 239 | 118 | 121 |
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 382.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 26 ივლისი 2016.
- ↑ ლომჯარია ს., „სოფელო ჩემო“, თბილისი: „მერიდიანი“, 2012. — გვ. 3, ISBN 978-9941-10-560-9.
- ↑ სოსელია ო., ნარკვევები ფეოდალური ხანის დასავლეთ საქართველოს სოციალურ-პოლიტიკური ისტორიიდან, ტ. II, თბილისი: მეცნიერება, 1981. — გვ. 165.
- ↑ ტუღუში კ., სირაძე დ., „დავიცვათ და შევისწავლოთ კულტურის ძეგლები“ // „ლენინის დროშა“ : გაზეთი, 1961, № 135, გვ. 3.