გოგორეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია

გოგორეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია — კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი საქართველოში. მდებარეობს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მერიაში.

თარიღდება XIX საუკუნით. აგებულია ნატეხი ქვით. წარმოადგენს დარბაზულ ნაგებობას გარეთ გაზიდული ნახევარწრიული აფსიდით. შესასვლელი დასავლეთიდან და სამხრეთიდან აქვს. საკურთხეველი დარბაზისგან გამოყოფილია მხრებით, ხოლო იატაკი ერთი საფეხურით ამაღლებულია. გრძივი კედლების შუაში თითო პილასტრია. იატაკი ქვის ფილებითაა მოგებული და გადალესილია.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  •   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 10541