სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ თავაძე.

ილია თავაძე (დ. 26 დეკემბერი, 1905, ნატანები — გ. 9 ნოემბერი, 1973, თბილისი) — ქართველი ფილოსოფოსი. ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი (1964), პროფესორი (1965). საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1967).

ილია თავაძე

ილია თავაძე მეუღლესთან ერთად, პარიზი, 1948 წელი
დაბადების თარიღი 26 დეკემბერი, 1905
ნატანები, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 9 ნოემბერი, 1973 (67 წლის)
თბილისი, საქართველოს სსრ
ეროვნება ქართველი
ალმა-მატერი მოსკოვის პედაგოგიური ინსტიტუტი
საქმიანობა ფილოსოფოსი, დიპლომატი
მშობლები მამა: ყაისარ თავაძე
ჯილდოები საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე

ბიოგრაფია

რედაქტირება

სკკპ-ის წევრი 1931 წლიდან. დაამთავრა მოსკოვის პედაგოგიური ინსტიტუტი (1934). 1938 წლიდან იყო საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის მდივანი აგიტაციისა და პროპაგანდის დარგში, 1943–1946 წლებში — საქართველოს სახელმწიფო კონტროლის სახალხო კომისარი, 1946-1949 წლებში – სსრკ-ის საელჩოს პირველი მდივანი პარიზში, 1951-1953 წლებში სსრკ-ის ელჩი სირიასა და ლიბანში, 1953–1955 წლებში სსრკ-ის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესის განყოფილების გამგე, 1955-1973 წლებში — შოთა რუსთაველის სახელმწიფო თეატრის ინტსტიტუტის რექტორი. საქართველოს სსრ I მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრი (1938–1947), ცენტრალური კომიტეტის ბიუროს წევრი (1938–1943). იკვლევდა მატერიალისტური დიალექტიკისა და მარქსისტული ესთეტიკის პრობლემებს. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება