ზანური ენა
ზანური ენა, მეგრულ-ჭანური ენა — ქართველურ ენათა ჯგუფის ერთ-ერთი ქვეჯგუფი. სახელწოდება პირობითია და შექმნილია ვარაუდის საფუძველზე, რომ ადრინდელი სახელწოდება ასეთი უნდა ყოფილიყო. ამჟამად ზანური გათიშულია მეგრულად და ლაზურად. მეგრულში გამოიყოფა ორი დიალექტი: ზუგდიდურ-სამურზაყანული და სენაკურ-მარტვილური. ლაზური გავრცელებულია თურქეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, შავი ზღვის სანაპიროზე. ლაზურში გამოიყოფა სამი კოლი: ხოფური, ვიწურ-არქაბული და ათინური. ზანური ენები ერთმანეთის უშუალო მოსაზღვრე იყო XVIII საუკუნის წინ, თუმცა ქართულენოვანმა ტომებმა შეაღწიეს მათ შორის და ტერიტორიულად გათიშეს ისინი.

ლიტერატურა რედაქტირება
- კიზირია, ა., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 481-482.
- როგავა, გ. ქართველურ ენათა ისტორიული ფონეტიკის საკითხები ტ. 1, თბილისი, 1962
- ღღენტი, ს. ჭანურ-მეგრულის ფონეტიკა, თბილისი, 1953
- ჩიქობავა, ა. ჭანურ-მეგრულ-ქართული შედარებთი ლექსიკონი, ტფილისი, 1938
- თოფურია, ვ. ზოგიერთი ბრუნვის გენეზისისთვის მეგრულ-ჭანურში, „ენიმკის მოამბე“ ტ. 1 1937
- ჩიქობავა, ა. ჭანურიგრამატიკული ანალიზი ტექსტებითურთ, ტფილისი, 1936