ბაღლები

სოფელი საქართველოში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში

ბაღლები (ყოფილი კიროვი) — სოფელი საქართველოში, გურიის მხარის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, ჯურუყვეთის თემში (სოფლები: ბაღლები, ეწერი, ჯურუყვეთი). მდებარეობს გურიის დაბლობზე, ზღვის დონიდან 80 მ, ლანჩხუთიდან 10 კმ., ოზურგეთი-ლანჩხუთის საავტომობილო გზაზე. სოფელში მოდის ჰიდროკარბონატული ნატრიუმიანი წყალი. სოფელში ფუნქციონირებს ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლა. სოფლის სახელწოდება მეგრული ენიდან მოდის და ნიშნავს ბაღებს.

სოფელი
ბაღლები
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე გურიის მხარე
მუნიციპალიტეტი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი
თემი ჯურუყვეთი
კოორდინატები 42°03′00″ ჩ. გ. 41°57′45″ ა. გ. / 42.05000° ჩ. გ. 41.96250° ა. გ. / 42.05000; 41.96250
ადრეული სახელები კიროვი
ცენტრის სიმაღლე 80
მოსახლეობა 367[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 100 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ბაღლები — საქართველო
ბაღლები
ბაღლები — გურიის მხარე
ბაღლები
ბაღლები — ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი
ბაღლები

სოფელში იდგა მაცხოვრის სახელობის ძველი მომცრო ეკლესია. ეკლესია მოხატული იყო და შესასვლელში ჰქონდა წარწერა.[2] ეკლესია ნაგები იყო ქვით. სამხრეთ შესასვლელის მარცხნივ გამოსახული იყო ახალგაზრდა კაცი, ბეშქენ ვარდანისძე, რომელიც XIV საუკუნის მოღვაწე იყო და ტაძარიც სავარაუდოდ მან ააშენა. წარწერაზე გაირჩეოდა ბეშქენის, მეუღლე მარიამისა და ვაჟი მიქაელის სახელები. დასავლეთ შესასვლელში მოთავსებული წარწერიდან ირკვეოდა, რომ მხატვარი ვინმე მანუელი იყო. ბეშქენ და მიქაელ გურიელები იხსენიებიან ჯუმათის ეკლესიის წმინდა გიორგის ოქროს ხატის წარწერაში.[3]

ამჟამად. ძეგლი ძლიერაა დაზიანებული. გადახურვა და დასავლეთ კედლის მნიშვნელოვანი ნაწილი დანგრეულია. იატაკი ამოვსებულია მიწით. აქა-იქ მიმობნეულია კედლებიდან ჩამოცვენილი ქვები. ძეგლი მთლიანად გაძარცულია საპირე ქვებისაგან. ფასადები დაფარულია მცენარეულობით. იკითხება მხოლოდ სამხრეთი კედლის მცირე ფრაგმენტი, დანარჩენი მიწით არის დაფარული. გალავანი დანგრეულია და მცენარეულობით არის დაფარული და მისი ფრაგმენტები ეკლესიის ირგვლივ იკითხება.[4]

მოსახლეობა

რედაქტირება
აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1908[5] 1061
1911[6]   854
2002   488
2014[1]   367

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 26 ივლისი 2016.
  2. ბაქრაძე დ ., არქეოლოგიური მოგზაურობა გურიასა და აჭარაში = 1878, ბათუმი, 1987. — გვ. 214.
  3. ქართველიშვილ, თ., გურიის საეპისკოპოსოები, თბილისი: „არტანუჯი“, 2006. — გვ. 115-116, ISBN 99940-11-89-8.
  4.   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 9114
  5. Кавказский календарь на 1910 год
  6. Кавказский календарь на 1912 год