აშიკ-ქერიბი (ფილმი)
„აშიკ-ქერიბი“[ა] — 1988 წელს სერგო ფარაჯანოვისა და დოდო აბაშიძის მიერ გადაღებული ფილმი მიხეილ ლერმონტოვის ამავე სახელწოდების ნაწარმოების მიხედვით. ეს იყო ფარაჯანოვის ბოლო დასრულებული ფილმი, მიძღვნილი მისი უახლოესი მეგობარი ანდრეი ტარკოვსკისთვის, რომელიც ორი წლით ადრე გარდაიცვალა.
„აშიკ-ქერიბი“ | |
---|---|
დამდგმელი რეჟისორი |
სერგო ფარაჯანოვი დოდო აბაშიძე |
რეჟისორი |
დავით აბაშიძე სერგეი ფარაჯანოვი |
სცენარის ავტორი |
გია ბადრიძე მიხეილ ლერმონტოვი (მოთხრობა) |
როლებში |
იური მგოიანი სოფიკო ჭიაურელი რამაზ ჩხიკვაძე კონსტანტინე სტეპანკოვი |
კომპოზიტორი | ჯავანშირ ყულიევი |
ხმის ოპერატორი | გარი კუნცევი |
ოპერატორი | ალბერტ იავურიანი |
მონტაჟი | მ. პონომარენკო |
მხატვარი |
გოგი ალექსი-მესხიშვილი, შოთა გოგოლაშვილი, ნიკოლოზ ზანდუკელი, კარენ დავიდოვი, ბესიკ გელაშვილი, ეკატერინე მაღალაშვილი, ელენე კანდელაკი, ალექსანდრე ვლასოვი |
სტუდია | ქართული ფილმი |
გამოსვლის თარიღი | 1988 |
ხანგრძლივობა | 73 წთ. |
ქვეყანა |
სსრკ საქ. სსრ |
ენა |
ქართული აზერბაიჯანული |
სიუჟეტი
რედაქტირებაყურადღება! ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.
აშიკ-ქერიბს სურს ცოლად ითხოვოს შეყვარებული, თუმცა ამ უკანასკნელის მამა თანახმა არაა ქერიბის ხელმოკლეობის გამო. სატრფო ფიცს დებს დაელოდოს ვაჟს ათასი დღე, სანამ ის დაბრუნდება საკმარისი ფულით, რათა მამამისი დაითანხმოს. აშიკ-ქერიბი ქონების მოსახვეჭად შორ გზას დაადგა. დიდხანს იმოგზაურა. ბევრი რამ გადაიტანა. სიმდიდრე ვერ იშოვა, ბევრი რამ შეიცნო და ერთგულ სატრფოს კვლავ უპოვარ პოეტად დაუბრუნდა.
როლებში
რედაქტირებაჯილდოები
რედაქტირება- ევროპული კინოს აკადემიის პრემია „ფელიქსი“ საუკეთესო მხატვრის ნომინაციით (შ. გოგოლაშვილს, გ. ალექსი-მესხიშვილს, ნ. ზანდუკელს), დასავლეთ ბერლინი (1988).
შენიშვნები
რედაქტირება- ↑ ფილმის 1988 წლის აფიშაზე ქართულად დატანილია სახელწოდება „აშიკ-ქერიბი“.[1] ეროვნულ ფილმოგრაფიას მოხსენიებული აქვს როგორც „აშუღ-ყარიბი“.[2] ენციკლოპედია „საქართველოში“ გვხვდება სახელებით „აშუღი ქერიბი“ და „აშიკი ქერიბი“.[3]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ ფილმის აფიშა. „საქინფორმკინო“ (1988). ციტირების თარიღი: 6 აგვისტო, 2022
- ↑ აშუღ-ყარიბი. ეროვნული ფილმოგრაფია. ციტირების თარიღი: 6 აგვისტო, 2022
- ↑ გოგოლაშვილი შოთა მინას ძე // ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 68.