გოგი ალექსი-მესხიშვილი
გიორგი (გოგი) ალექსი-მესხიშვილი (დ. 2 მარტი, 1941) — ქართველი მხატვარი, თეატრალური დეკორატორი.

ბიოგრაფია
რედაქტირება1967 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტი. 1975 წელს აირჩა რუსთაველის თეატრის მთავარ მხატვრად, სადაც ორმოცამდე სპექტაკლი გააფორმა. საუკეთესო ნამუშევრებია ბერტოლდ ბრეხტის „კავკასიური ცარცის წრე“, „სეჩუანელი კეთილი ადამიანი“, კარლო გოცის „ქალი-გველი“, უილიამ შექსპირის „ზაფხულის ღამის სიზმარი“, „როგორც გენებოთ, ანუ შობის 12 ღამე“, მოლიერის „დონ ჟუანი“.
წარმატებით თანამშრომლობს მუსიკალურ თეატრებთან: თბილისის ოპერის თეატრში: გია ყანჩელის „არს მუსიკა“, ბიზეს „კარმენი“, სერგეი პროკოფიევის „ცეცხლის ანგელოზი“; მიუნხენის ნაციონალურ ოპერაში პეტრე ჩაიკოვსკის „პიკის ქალი“, ვერდის „ოტელო“ ბუსეტოს ფესტივალზე და სხვ. 1999 წელს მუშაობდა რუსი კომპოზიტორის — სერგეი სლონიმსკის ნაწარმოებზე „ივანე მრისხანეს ხილვანი“ რობერტ სტურუასა და მსტისლავ როსტროპოვიჩთან ერთად.
გოგი ალექსი-მესხიშვილი ამჟამად ცხოვრობს აშშ-ში. ეწევა პედაგოგიურ და შემოქმედებით მუშაობას. არის დართმუთის კოლეჯის პროფესორი.
ფილმოგრაფია
რედაქტირებამხატვარია ფილმების:
- 1988 — აშუღ-ყარიბი
- 1972 — გლადიატორი
- 1970 — ფეოლა
ჯილდოები და აღიარება
რედაქტირება- 1988 : საქართველოს სსრ-ის სახალხო მხატვარი[1]
- 1979 : სსრკ სახელმწიფო პრემია
- ევროპული კინოჯილდო (ფელიქსი) სერგო ფარაჯანოვის ფილმისათვის „აშუღ-ყარიბი“.[2]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- გ. ალექსი-მესხიშვილის ბიო რუსთაველის თეატრის ვებგვერდზე. დაარქივებული 2007-09-28 საიტზე Wayback Machine.
- გიორგი (გოგი) ალექსი-მესხიშვილი დაარქივებული 2012-01-18 საიტზე Wayback Machine. , ეროვნული ფილმოგრაფიის ვებ საიტი.
- გოგი ალექსი-მესხიშვილი კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზაში