გია ყანჩელი

ქართველი კომპოზიტორი

გია ყანჩელი (დ. 10 აგვისტო, 1935, თბილისი — გ. 2 ოქტომბერი, 2019, თბილისი) — ქართველი კომპოზიტორი, საქართველოს (1980) და სსრკ-ის სახალხო არტისტი (1988), შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1981), ღირსების ორდენის კავალერი (1995).

გია ყანჩელი

ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 10 აგვისტო, 1935
დაბ. ადგილი თბილისი
გარდ. თარიღი 2 ოქტომბერი, 2019 (84 წლის)
გარდ. ადგილი თბილისი
დასაფლავებულია დიდუბის პანთეონი
ჟანრ(ებ)ი კინო მუსიკა, კლასიკური მუსიკა
საქმიანობა კომპოზიტორი
აქტიური 1964 – 2019
ხელმოწერა
გია ყანჩელი ვიკისაწყობში

ბიოგრაფია

რედაქტირება

1959 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გეოლოგის სპეციალობით. დიპლომის აღებისთანავე სწავლა გააგრძელა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიაში საკომპოზიციო ფაკულტეტზე, რომელიც 1963 წელს დაამთავრა. 1972 წლიდან მუშაობდა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში მუსიკალური ნაწილის გამგედ. 1979 წელს იგი საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის მდივანი გახდა.

განსაკუთრებულად აღსანიშნავია მისი სიმფონიური თხზულებები. 1977 წელს შექმნილმა სიმფონიამ „ინ მემორია მიქელანგელო“ მას საერთაშორისო აღიარება მოუტანა.

ნაყოფიერად თანამშრომლობდა რუსთაველის თეატრთან. მას ეკუთვნის რობერტ სტურუას საუკეთესო სპექტაკლებისათვის შექმნილი მუსიკა („კავკასიური ცარცის წრე“, „რიჩარდ III“, „ჰამლეტი“, „ქალი-გველი“, „მეთორმეტე ღამე“).

გია ყანჩელი ცხოვრობდა ბელგიაში, ქალაქ ანტვერპენში, მაგრამ კავშირი საქართველოსთან და რუსთაველის თეატრთან არ გაუწყვიტავს.

გარდაიცვალა 2019 წლის 2 ოქტომბერს[1]. დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში. თბილისში არსებობს მისი სახელობის ქუჩა.

შემოქმედება

რედაქტირება

გია ყანჩელის შემოქმედებით მემკვიდრეობას განეკუთვნება:

ოპერა „და არს მუსიკა“ (1983წ.), 6 სიმფონია, კონცერტი სიმფონიური ორკესტრისათვის (1962 წ.); ლარგო და ალლეგრო სიმებიანი ორკესტრის, ფორტეპიანოსა და ლიტავრებისათვის (1963 წ.); „სევდა ნათელი“ - ბიჭუნათა გუნდის, ორი სოლისტისა და დიდი სიმფონიური ორკესტრისათვის (1985 წ.); მუსიკა სპექტაკლებისთვის: „ხანუმა“, „კავკასიური ცარცის წრე“, „რიჩარდ III“; (შოთა რუსთაველის თეატრის დადგმები). მუსიკა კინოფილმებისთვის: „არ დაიდარდო“, „ქვევრი“, „არაჩვეულებრივი გამოფენა“, „მიმინო“, „შერეკილები“, „რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე“, „როცა აყვავდა ნუში“ და სხვა.

არაჩვეულებრივი გამოფენა

რედაქტირება

1967 წელს ელდარ შენგელაია „არაჩვეულებრივი გამოფენის“ გადასაღებად ემზადებოდა. მუსიკას იგი თავის პირველივე ფილმებში განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა, პირველივე ფილმებში გამოცდილ კომპოზიტორებთან ერთად მუშაობდა, მაგრამ მაინც არ იყო კმაყოფილი – როგორც მოგვიანებით განაცხადა, მას სჭირდებოდა კომპოზიტორი, „დრამატურგიული, მონტაჟური აზროვნებით“... „არაჩვეულებრივ გამოფენაზე“ მუშაობა თითქმის დაწყებული იყო, როცა ელდარ შენგელაიამ თავისი თაობის ხელოვანის, გია ყანჩელის, პირველი სიმფონია მოისმინა და მაშინვე გადაწყვიტა, რომ გია ყანჩელის მუსიკა „კინემატოგრაფიულია“.

შერეკილები

რედაქტირება

1974 წელს ელდარ შენგელაიამ გადაიღო ფილმი „შერეკილები“, რომლის მუსიკაც ძალიან სწრაფად გახდა პოპულარული. აი რას იხსენებს მომღერალი ნანი ბრეგვაძე ფილმის მუსიკის შესახებ: გია ყანჩელის მუსიკას კიდევ ერთი თავისებურება ახასიათებს. კომპოზიტორი თითქმის არასდროს იყენებს ფოლკლორს. ამ თვალსაზრისით, ელდარ შენგელაიას გარკვეული პრობლემა შეექმნა „შერეკილებზე“ მუშაობისას. მთელი ეს ფილმი ხომ ფოლკლორული მოტივებისგან უნდა აწყობილიყო. ბოლოს გადაწყდა, ფილმის მუსიკა გია ყანჩელთან ერთად ჯანსუღ კახიძეს დაეწერა – ექსპერიმენტმა გაამართლა. მუსიკალური სიჭრელე ძალიან მოუხდა ამ ფილმ-ზღაპარს, მაყურებლის ხსოვნაში კი დარჩა გია ყანჩელის ვალსი, რომელიც, მართლაც რომ, ფრენის განწყობილებას უქმნიდა მაყურებელს. ვალსი მთელი ამ მხიარული და, ამავე დროს, ძალიან სევდიანი ზღაპრის კამერტონია. გია ყანჩელის მუსიკალური მოტივი არ არის „ფოლკლორული თემა“, მაგრამ თითქოს მიისწრაფვის ფოლკლორისკენ, ე.ი. ბუნებისკენ, რომელიც ფინალში, ერთაოზის სიმღერაშია ჩაქსოვილი („ჩიტი-გვრიტი მოფრინავდა“). მუსიკალური დრამატურგიის ასეთი განვითარება, ერთი მხრივ, „შერეკილების“ იდეას გამოხატავს, – ადამიანს შეუძლია გადალახოს ყოფის შეზღუდულობა, მონობის მარწუხები, - მეორე მხრივ კი, გია ყანჩელის შემოქმედების თავისებურებას – კათარზისს, რომელიც განუწყვეტლივ იქმნება კომპოზიტორის საუკეთესო ნაწარმოებებში, მათ შორის - კინომუსიკაში.[2]

ფილმოგრაფია

რედაქტირება

ფილმების კომპოზიტორი

რედაქტირება

გადაღებული ფილმებში

რედაქტირება
  • 2001 — გია ყანჩელი (დოკუმენტური ფილმი)
  • 2011 — გია ყანჩელი. ცხოვრება ბგერებში (დოკუმენტური ფილმი)
  • 2012 — მიმინო - საიდუმლო საბჭოთა ფილმი (დოკუმენტური ფილმი)
  • 2012გიორგი დანელია (დოკუმენტური ფილმი)

რჩეული ნამუშევრები

რედაქტირება

ადრეული ნამუშევრები

რედაქტირება
  • კონცერტი ორკესტრისთვის (1961)
  • ლარგო და ალეგრო (1963)
  • სიმფონია ნ. 1 (1967)

ორკესტრული

რედაქტირება
  • სიმფონია ნ. 2 „სიმღერები“ (1970)
  • სიმფონია ნ. 3 (1973)
  • სიმფონია ნ. 4 „მიქელანგელოს ხსოვნას“ (1974)
  • სიმფონია ნ. 5 „ჩემი მშობლების ხსოვნას“ (1977)
  • სიმფონია ნ. 6 (1978–1980)
  • სიმფონია ნ. 7 „ეპილოგი“ (1986)
  • ქარით დატირებული (Vom Winde beweint), (1989)
  • საღამოს ლოცვები (Abendgebete) (1991)
  • Abii ne viderem („I turned away so as not to see“)(1992–1994)
  • კიდევ ერთი ნაბიჯი... (Noch Einen Schritt...) (1992)
  • ფრთების გარეშე (1993)
  • Magnum Ignotum (1994)
  • Trauerfarbenes Land (1994)
  • ლამენტი (1994)
  • ...à la Duduki (1995)
  • Simi, „Joyless Thoughts“,(1995)
  • ...à la Duduki (1995)
  • V & V (1995)
  • ვალს ბოსტონი (1996)
  • დიპლიპიტო (1997)
  • ბავშვობის დაბრუნება (Besuch In Der Kindheit) (1998)
  • სიო (1998)
  • როკვა (1999)
  • And Farewell goes out sighing... (1999)
  • პატარა დანელიადა (2000)
  • ...al Niente (2000)
  • Ergo (2000)
  • არ იდარდო (2001)
  • თითის ანაბეჭდები (2002)
  • Lonesome — 2 great Slava from 2 GKs (2002)
  • ომის ზონა (2002)
  • ბინდი (2004)
  • Ex Contrario (2006)
  • კაპოტე (2006)
  • ჩუმი ლოცვა (2007)
  • Broken Chant (2007)
  • ილორი (2010)

კამერული

რედაქტირება
  • დილის ლოცვა კამერული ორკესტრისთვის (1990)
  • შუადღის ლოცვა სოპრანოს, კლარნეტის და კამერული ორკესტრისთვის (1990)
  • ღამის ლოცვა სიმებიანი კვარტეტისთვის (1992–1995)
  • ქარის მერე სოპრანოს და ვიოლასთვის (1994)
  • Magnum Ignotum (1994)
  • ბოსტონის ვალსი პიანინოს და სიმებისთვის (1996)
  • ტანგოს ნაცვლად ვიოლინოსთვის (1996)
  • In L'Istesso Tempo (1997)
  • სიო (1998)
  • Chiaroscuro (2011)

საგუნდო და ოპერა

რედაქტირება
  • მუსიკა სიცოცხლისთვის, ოპერა ორ მოქმედებად (1982–1984)
  • Bright Sorrow რექვიემი (1984)
  • საღამოს ლოცვა, (1991)
  • 23-ე ფსალმუნი, (1993)
  • Lament, (1994)
  • დიპლიპიტო ჩელოსათვის (1997)
  • გამოსამშვიდობებლად ოხვრით მიდის... ვიოლინოსთვის და ორკესტრისთვის (1999)
  • Styx, (1999)
  • Little Imber, (2003)
  • ამაო ომი, (2005)

თეატრალური ნამუშევრები

რედაქტირება

რუსთაველის თეატრი[4]

გრიბოედოვის რუსული თეატრი

სამეფო უბნის თეატრი

  • აქ, ამ სავანეში

რჩეული ალბომები

რედაქტირება

ჯილდოები

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. კომპოზიტორი გია ყანჩელი გარდაიცვალა, ipn.ge
  2. radiotavisupleba.ge
  3. "Adieu au langage" - "Goodbye to Language": A Works Cited en. mubi.com (12 ოქტომბერი, 2014). ციტირების თარიღი: 18 აგვისტო, 2024
  4. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-05. ციტირების თარიღი: 2015-09-02.