ნოდარ გაბუნია
ნოდარ კალისტრატეს ძე გაბუნია (დ. 9 ივლისი, 1933, თბილისი — გ. 31 აგვისტო, 2000) — ქართველი კომპოზიტორი, პიანისტი და პედაგოგი. საქართველოს სსრ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1967), საქართველოს სსრ-ის სახალხო არტისტი (1982).
XX საუკუნის უკანასკნელი ათწლეულის ქართული მუსიკალური ასპარეზის წამყვან ძალას წარმოადგენდა. ჯერ კიდევ ოციოდე წლის ასაკში მან დიმიტრი შოსტაკოვიჩის მაღალი შეფასება დაიმსახურა, რომელმაც გაბუნია თაობის ერთ-ერთ უნიჭიერეს მუსიკოსად შეაფასა. მოსკოვის კონსერვატორიის ბრწყინვალედ დამთავრების შემდეგ, სადაც საფორტეპიანო ხელოვნებას ალექსანდრე გოლდენვეიზერი, ხოლო საკომპოზიციო ოსტატობას არამ ხაჩატურიანი აზიარებდა, იგი თბილისში ბრუნდება და სათავეში უდგება თბილისის სახელმწიფო კონსერვატორის საფორთეპიანო კათედრას. 1983 წელს გაბუნია კონსერვატორიის რექტორი ხდება და ამ თანამდებობას სიცოცხლის ბოლომდე ინარჩუნებდა.
სახელოვანი კარიერის განმავლობაში ნოდარ გაბუნიამ თანაბარი აღიარება მოიპოვა როგორც პიანისტმა, კომპოზიტორმა და პედაგოგმა.
იგი ბევრი ქართველი პიანისტის პედაგოგი იყო. საზოგადოება ყოველთვის მოუთმენლად ელოდა ნოდარ გაბუნიას კლასის კონცერტებს, რომლებიც ქვეყნის კულტურული ცხოვრების ნამდვილ მოვლენად იქცა.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ნოდარ გაბუნია — ბიოგრაფიული ლექსიკონი, nplg.gov.ge
- ნოდარ გაბუნია დაარქივებული 2012-03-14 საიტზე Wayback Machine. , ეროვნული ფილმოგრაფია.
- ნოდარ გაბუნია - 80, „რადიო თავისუფლება“, 12.07.2013.