დღეს ღამე უთენებია

დღეს ღამე უთენებია — ქართული მხატვრული ფილმი 2 სერიად, გადაღებულია ზაირა არსენიშვილის რომანის, „ვა, სოფელოს“ მოტივებზე. ფილმი გაფორმებულია მანანა მენაბდის სიმღერებით.

„დღეს ღამე უთენებია“
ჟანრი დრამა
დამდგმელი რეჟისორი ლანა ღოღობერიძე
სცენარის ავტორი ზაირა არსენიშვილი, ლანა ღოღობერიძე
როლებში დარეჯან ხარშილაძე
თამარ სხირტლაძე
გურამ ფირცხალავა
კომპოზიტორი გია ყანჩელი
სიმღერის ტექსტის ავტორი მანანა მენაბდე
ხმის ოპერატორი ზურაბ ნადარაია
ოპერატორი ნუგზარ ერქომაიშვილი
მონტაჟი სოფიო მაჩაიძე, ჯულიეტა ბეზუაშვილი, ლუიზა ნიაზიანი
მხატვარი გოგი მიქელაძე
სტუდია ქართული ფილმი
გამოსვლის თარიღი 1983
ხანგრძლივობა 104 წთ.
ქვეყანა სსრკ
ენა ქართული

შინაარსი

რედაქტირება

ფილმში მოთხრობილია ერთი ქალის—ევას—თავგადასავალი, ყმაწვილქალობიდან ღრმა სიბერემდე. ევას რთული ცხოვრება ერგო წილად-ფეხმძიმეს მოუკლეს მეუღლე—გიორგი, რის შემდეგაც ბავშვიც დაკარგა. ცხოვრებისაგან დაჩაგრული, იძულებული გახდა, რომ ცოლად გაყოლოდა დიდი ხნის განმავლობაში მისი ხელის მაძიებელს—სპირიდონს. სპირიდონი ბევრს ეცადა, რომ მისი გული მოეგო, მაგრამ, ევამ ქმრის შეყვარება ვერაფრით მოახერხა და მის გვერდით ცხოვრება ტანჯვად ექცა, ქმრის გარდაცვალების შემდეგ კი საშინელი საიდუმლო შეიტყო მის შესახებ.

ფილმის მთავარი მოქმედი პირების ცხოვრება საქართველოს ისტორიის დრამატული მოვლენების—1921 წელს მომხდარი გასაბჭოების, პოლიტიკური რეპრესიების, ნეპ-ის, კოლექტივიზაციის ფონზე ვითარდება.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება