გურამ ფირცხალავა
გურამ (გივი) ფირცხალავა (დ. 18 თებერვალი, 1940, ფოთი ― გ. 6 ნოემბერი, 2014) — ქართველი მსახიობი.
გურამ ფირცხალავა | |
---|---|
![]() | |
დაბადების თარიღი |
18 თებერვალი, 1940 ფოთი, საქართველოს სსრ |
გარდაცვალების თარიღი | 6 ნოემბერი, 2014 (74 წლის) |
სხვა სახელები | გივი ფირცხალავა |
საქმიანობა | მსახიობი |
აქტიური | 1968-2010 |
ბიოგრაფიარედაქტირება
გურამ ფირცხალავა 1940 წლის 18 თებერვალს ფოთში დაიბადა. 1966 წელს დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტი. 1966 წლიდან მუშაობდა გორის გიორგი ერისთავის სახელობის დრამატულ თეატრში , შემდეგ კი თბილისის კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრში. 1972 წლიდან გურამ ფირცხალავა კინოსტუდია „ქართული ფილმის“ მსახიობი იყო. ფირცხალავა 71 ფილმშია გადაღებული.
ფილმოგრაფიარედაქტირება
- 1968: „ჯვარცმული კუნძული“ (გუჯა) რეჟ. შოთა მანაგაძე
- 1969: „მოლოდინი“ (ნუგზარი) რეჟისორები შოთა მანაგაძე, ნოდარ მანაგაძე
- 1971: „გათენების წინ“ (ფარნაოზი) რეჟ. ყარამან (გუგული) მგელაძე
- 1973: „ციმბირელი პაპა“ (ასათიანი) რეჟ. გიორგი კალატოზიშვილი
- 1975: „კოლხური ბალადა“ რეჟ. გენო ხოჯავა
- 1975: „საქმე გადაეცემა სასამართლოს“ (სავანელი) რეჟ. ვალერიან კვაჭაძე
- 1975: „ჩიტის რძე“ (ჯადოქარი) რეჟ. ნიკოლოზ სანიშვილი
- 1975: „გაქცევა გათენებისას“ (ბოქაული) რეჟ. სიკო დოლიძე
- 1975: „პირველი მერცხალი“ (ორდე) რეჟ. ნანა მჭედლიძე
- 1976: „ქვიშანი დარჩებიან“ (ბოჩო) რეჟ. გიორგი შენგელაია
- 1977:„ფედია“ (ბოჩო) რეჟ. ყარამან (გუგული) მგელაძე
- 1977: „სინემა“ (იაშა კოსტავა) რეჟ. ლიანა ელიავა
- 1977: „ამაღლება“ რეჟ. ნოდარ მანაგაძე
- 1978: „დათა თუთაშხია“ (რაჟა სარჩიმელია) რეჟისორები გრიგოლ (გიგა) ლორთქიფანიძე, გურამ (გიზო) გაბესკირია
- 1978: „ბათა ქექია“ (თამშუღ დანელია) რეჟ. ლეილა გორდელაძე
- 1978: „იმედის მწვანე კუნძული“ რეჟ. ომარ გვასალია
- 1978: „ყვარყვარე“ (პრაპორშჩიკი) რეჟ. დევი აბაშიძე
- 1979: „მიზანი“ (უტა) რეჟ. გენო ხოჯავა
- 1979: „მთის ნოველა“ რეჟ. მერაბ თავაძე
- 1980: „ბეღურების გადაფრენა“ რეჟ. თემურ ბაბლუანი
- 1981: „წისქვილი ქალაქის გარეუბანში“ რეჟ. რეზო ესაძე
- 1981: „კროსვორდის ამოხსნის მოყვარულთათვის“ (ზაზა) რეჟ. ბაადურ წულაძე
- 1981: „ძმა“ რეჟ. თემურ ბაბლუანი
- 1981: „გზა შინისაკენ“ რეჟ. ალექსანდრე (საშა) რეხვიაშვილი
- 1981: „მოცურავე“ (ოდისეი მესხი) რეჟ. ირაკლი კვირიკაძე
- 1983: „ყვითელი ჩიტი“ რეჟ. ამირან დარსაველიძე
- 1983: „ბანდიტი აგურის ქარხნიდან“ რეჟ. გიორგი (გია) მატარაძე
- 1983: „დღეს ღამე უთენებია“ (სპირიდონი) რეჟ. ლანა ღოღობერიძე
- 1984: „ქართველები ცაში“ (მფრინავი) რეჟ. ომარ გვასალია
- 1984: „მამა“ (მამა) რეჟ. ლევან ზაქარეიშვილი
- 1984: „ადამიანთა სევდა“ რეჟ. გოდერძი ჩოხელი
- 1985: „წყარო“ (თავმჯდომარე) რეჟ. დარია ხოჯავა
- 1985: „არსენას ლექსი“ რეჟისორები ნანა ხატისკაცი, თენგიზ მაღალაშვილი
- 1985: „ყველაზე სწრაფები მსოფლიოში“ რეჟ. გიორგი (გია) მატარაძე
- 1985: „ერთ პატარა ქალაქში“ (ვიქტორ ავალიშვილი) რეჟ. გრიგოლ (გიგა) ლორთქიფანიძე
- 1985: „ქალაქის მიღმა (ღამის ილუზია)“ რეჟ. მარინე ხონელიძე
- 1985: „ბატონი ავანტიურისტები“ (ამბროსი კვინტრაძე) რეჟ. ბიძინა ჩხეიძე
- 1986: „თემო“ რეჟ. ლევან ზაქარეიშვილი
- 1986: „ბებია ყველასათვის“ რეჟ. ნანა დვალიშვილი
- 1986: „რობინზონიადა, ანუ ჩემი ინგლისელი პაპა“ რეჟ. ნანა ჯორჯაძე
- 1986: „ჩვენი ჯერია, ბიჭებო!“ (ვახტანგი) რეჟ. ბაადურ წულაძე
- 1986: „ორომტრიალი“ (ანდრო) რეჟ. ლანა ღოღობერიძე
- 1987: „ფანარი ქარში“ რეჟ. ნოდარ ომიაძე
- 1987: „დამშვიდობება (ხანა ჩვენი ბავშვობისა)“ რეჟ. ნოდარ ომიაძე
- 1988: „გრაციოზო“ რეჟ. არმაზ ბურნაძე
- 1988: „ნაზარის უკანასკნელი ლოცვა“ რეჟ. ლევან თუთბერიძე
- 1988: „წინამორბედი“ (ტარიელი) რეჟ. იური კვაჭაძე
- 1988: „ლუიზა“ რეჟ. ვალერიან კვაჭაძე
- 1989: „თეთრი დროშა“ რეჟ. გოდერძი ჩოხელი
- 1989: „ზმანებანი აღლუმებს შორის“ რეჟ. ბიძინა ჩხეიძე
- 1990: „სპირალი“ (რომან გუგავა) რეჟ. გიული ჭოხონელიძე
- 1990: „თეთრი ბაირაღები“ (გოგოლი) რეჟ. გრიგოლ (გიგა) ლორთქიფანიძე
- 1990: „ალყა“ რეჟ. ომარ გვასალია
- 1992: „ვალსი პეჩორაზე“ რეჟ. ლანა ღოღობერიძე
- 1993: „ბლიუზი“ რეჟ. გიორგი კაჭარავა
- 1993: „ლეონარდო“ რეჟ. დავით ნაცვლიშვილი
- 1994: „ერთაწმინდა“ რეჟ. ზურაბ თუთბერიძე
- 1994: „ჟამი“ რეჟ. ზაზა (როინ) ილურიძე
- 1996: „შეყვარებული კულინარის 1001 რეცეპტი“ (პლატონი) რეჟ. ნანა ჯორჯაძე
- 1996: „წარულის აჩრდილები“ (ნერსე) რეჟ. ლევან თუთბერიძე
- 1996: „რა გაცინებს?“ რეჟ. თეიმურაზ ბუტიკაშვილი
- 1998: „უცხო“ რეჟ. ზურაბ თუთბერიძე
- 1998: „აქ თენდება“ (ალექსანდრე, პრეზიდენტი) რეჟ. ზაზა ურუშაძე
- 1998: „ჩემი ძვირფასი, სანატრელი ბაბუ“ (ბესო) რეჟ. პავლე ჩარკვიანი
- 2001: „ანთიმოზ ივერიელი“ (ბერძენი მღვდელმთავარი) რეჟ. გიული ჭოხონელიძე
- 2002: „ორმო“ რეჟ. მარიამ ქაცარავა
- 2003: „ღმერთო, რისი გულისთვის... – უმადური“ რეჟ. გრიგოლ (გიგა) ლორთქიფანიძე
- 2003: „კიდევ ერთი ქართული ისტორია“ რეჟ. ერეკლე ბადურაშვილი
- 2003 : „ 6 და 7 (მისტიკური დრამა, ადამი და ევას სულიერ ისტორიაზე)“ რეჟ. გენო ცაავა
- 2005: „მიდიოდა მატარებელი“ (სამხედრო ნაწილის უფროსი) რეჟ. გიორგი შენგელაია
- 2010: „მაიტა ნასოსი“ რეჟისორები იოსებ (სოსო) ჯაჭვლიანი, გიორგი კაჭარავა
სერიალებირედაქტირება
- 2003: „ცხელი ძაღლი“ (ევგენი შავდია)
ჯილდოები, პრემიები და პრიზებირედაქტირება
- საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს პრემია „ხუთწლედის მატიანე“