ორომტრიალი
ორომტრიალი — ქართული მხატვრული ფილმი, რეჟისორი — ლანა ღოღობერიძე. სცენარის ავტორი — ზაირა არსენიშვილი.
„ორომტრიალი“ | |
---|---|
ჟანრი | დრამა |
დამდგმელი რეჟისორი | ლანა ღოღობერიძე |
სცენარის ავტორი | ზაირა არსენიშვილი, ლანა ღოღობერიძე |
როლებში | ლეილა აბაშიძე, ლია ელიავა, გივი (გურამ) ფირცხალავა, ოთარ მეღვინეთუხუცესი, დოდო ჭიჭინაძე |
კომპოზიტორი | გია ყანჩელი |
ხმის ოპერატორი | ზურაბ ნადარაია |
ოპერატორი | ნუგზარ ერქომაიშვილი |
მონტაჟი | სოფიო მაჩაიძე |
მხატვარი | გიორგი (გოგი) მიქელაძე |
სტუდია | სს "ქართული ფილმი" |
გამოსვლის თარიღი | 1986 |
ხანგრძლივობა | 10 ნაწილი, 2665 მეტრი, 99 წუთი |
ქვეყანა |
საქართველოს სსრ სსრკ |
ენა | ქართული |
შინაარსი
რედაქტირება80-იანი წლების დასაწყისის თბილისში გარეგნულად ყველაფერი მშვიდადაა — დაჰქრიან მანქანები, ძველი უბნის მაგიერ ახალი შენდება, ქუჩაში ხალხი თავ-თავის საქმეზე მიიჩქარის, მაგრამ, ამ სიმშვიდის მიღმა, აფორიაქება იმალება: თითოეულ პერსონაჟს თავისი გულისტკივილი და გადაუჭრელი პრობლემა აქვს, ყველა მათგანი თავისებურად უბედურია. შუახანს გადაცილებული მანანა, რომელიც წარსულში კინოვარსკვლავი იყო, აღარცერთ რეჟისორს აღარ ახსოვს, ახალგაზრდა მსახიობები კი ჩუმად დასცინიან. უროლოდ ყოფნას მატერიალური პრობლემებიც მოსდევს, რასაც ხელგაშლილ ცხოვრებას შეჩვეული მანანა მტკივნეულად განიცდის. მისი ბავშვობის მეგობარს — რუსუდანს, წარმატებული სამეცნიერო კარიერის მიუხედავად, მარტოობა აწუხებს, მანანას მამიდა — მათიკო გარდაცვლილ მეუღლეს და დანგრეულ ბუდეს მისტირის, ქალიშვილს — 19 წლის სალომეს და მის მეგობრებსაც უკვე უწევთ შეჯახება ცხოვრებისეულ სირთულეებთან და სჭირდებათ მორალური არჩევნის გაკეთება. ფილმის პერსონაჟების ცხოვრება უცნაური დამთხვევების წყალობით გადაეჯაჭვება ერთმანეთს, ბოლოს კი ყველა ერთდროულად დგება პრობლემის წინაშე - რა უყონ პატარა გოგონას, რომელსაც დედა ეღუპება და არც მამის ოჯახის კარია მისთვის ღია...
როლებში
რედაქტირება- ლეილა აბაშიძე (მანანა, მსახიობი)
- ლია ელიავა (რუსუდანი, მანანას ბავშვობის მეგობარი)
- გურამ ფირცხალავა (ანდრო, სამშენებლო სამმართველოს უფროსი)
- ოთარ მეღვინეთუხუცესი (დიმიტრი, აკადემიკოსი)
- მეგი წულუკიძე (მათიკო, მანანას მამიდა)
- დოდო ჭიჭინაძე (ქეთევანი, დიმიტრის მეუღლე)
- ნინელი ჭანკვეტაძე (ნანა, ანდროს მეგობარი ქალი)
- ნინო ცეცხლაძე (ანა, ნანას და ანდროს ქალიშვილი)
- სალომე ალექსი-მესხიშვილი (სალომე, მანანას ქალიშვილი)
- მერაბ ნინიძე (ერეკლე, სალომეს მეგობარი)
- ლევან აბაშიძე (ბადრი, სალომეს მეგობარი)
- გურანდა გაბუნია (ლაურა, ანდროს მეუღლე)
- დარეჯან ხარშილაძე (ნინო, ბადრის დედა)
- მიხეილ იოფე (ბორისი, ექიმი)
- თამარ სხირტლაძე
- თინათინ მენაბდე
- რევაზ თავართქილაძე
- რუსუდან ქვლივიძე
- გივი თოხაძე
- დალი მაცაბერიძე
- ც. დადიანი
- ალეკო ალავიძე
- ვახტანგ თანდილაშვილი
- ზვიად სიხარულიძე
- ნუგზარ ხიდურელი
- გიორგი თოლორდავა
- ნათელა მაჭავარიანი
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებაორომტრიალი (1986) — ეროვნული ფილმოგრაფია[1]