მიხეილ იოფე
თეატრისა და კინოს მსახიობი
მიხეილ იოფე (დ. 27 ნოემბერი, 1925, ხარკოვი, უკრაინა) — თეატრისა და კინოს მსახიობი. საქართველოს სსრ სახალხო არტისტი (1983).[1]
მიხეილ იოფე | |
---|---|
დაბადების თარიღი |
27 ნოემბერი, 1925 ხარკოვი, უკრაინა |
მოქალაქეობა | სსრკ |
საქმიანობა | მსახიობი |
ბიოგრაფია
რედაქტირებათეატრალური ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მიწვეული იყო ხარკოვის ტ. შევჩენკოს სახელობის თეატრის დასში; შემდეგ მუშაობდა ლუგანსკის დრამატულ თეატრში; 1966 წლიდან 30 წლის განმავლობაში იყო თბილისის ა. გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის წამყვანი მსახიობი. გადაღებულია ფილმებში: „ზოია რუხაძე“ (1971), „ჩემი მეგობარი ძია ვანია“ (1978), „შეცდომათა კომედია“ (1978), „ორომტრიალი“ (1986), „წარსული მუდამ ჩვენთანაა“ (1989), „ომი ყველასთვის ომია“ (სტალინის შვილი, 1990) „მერცხლები და ბეღურები“ (1991) და სხვა
ჯილდოები და აღიარება
რედაქტირება- 1970 — საქართველოს დამსახურებული არტისტი[2]
- 1983 — საქართველოს სახალხო არტისტი
- საქართველოს თეატრალური საზოგადოების პირველი პრემია