ომი ყველასთვის ომია
ომი ყველასთვის ომია (სტალინის შვილი) — 1990 წლის ქართული საბჭოთა ფილმი-დრამა. რეჟისორი დევი აბაშიძე.[1]
„ომი ყველასთვის ომია (სტალინის შვილი)“ | |
---|---|
ფილმის პოსტერი | |
დამდგმელი რეჟისორი | დევი აბაშიძე |
სცენარის ავტორი | ბადრი ჭოხონელიძე, დევი აბაშიძე |
როლებში |
ზაზა კოლელიშვილი ევგენი ჯუღაშვილი |
კომპოზიტორი | ბიძინა კვერნაძე |
ხმის ოპერატორი | ა. ზილბერნიკი |
ოპერატორი | აბესალომ მაისურაძე |
მხატვარი | ნაუმ ფურმანი |
სტუდია | სს „ქართული ფილმი“ |
გამოსვლის თარიღი | 1990 |
ხანგრძლივობა | 81 წუთი |
ქვეყანა | საქართველოს სსრ |
ენა | ქართული |
სიუჟეტი
რედაქტირებაფილმის მთავარი გმირია საბჭოთა სახელმწიფოს მეთაურის, იოსებ სტალინის ვაჟი — უფროსი ლეიტენანტი იაკობ ჯუღაშვილი, რომელიც მეორე მსოფლიო ომში ნაცისტების საკონცენტრაციო ბანაკში ტყვედ ჩავარდა. ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის მიუხედავად იაკობი არ გატყდა, ტყვეობაში დაიღუპა, როგორც რიგითი მეომარი.
ფილმის პრემიერა შედგა 1990 წელს თბილისში.
როლებს ასრულებენ
რედაქტირება- ზაზა კოლელიშვილი — იაკობ ჯუღაშვილი
- ევგენი ჯუღაშვილი — იოსებ სტალინი
- გერბერტ შტორმი — ფელდმარშალი კლიუგე
- ალექსანდრე მეძმარიაშვილი — გერმანელი გამომძიებელი
- ლევ გავრილოვი — ჟიტომირი
- ვაჟა ფირცხალაიშვილი — გერმანელი ოფიცერი
- ია ნინიძე — იულია
- ლიანა ასათიანი — სეფორა
- იმედა კახიანი — სვიმონი
- მურმან ჯინორია — რეჟისორი
- ქართლოს მარადიშვილი — ქართველი ემიგრანტი
- მალხაზ ჯიბლაძე — პატარა იაკობი
- ია ფარულავა
- მიხეილ ვაშაძე
- ლეო ფილფანი
- გივი თოხაძე