ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ია ნინიძე (დ. 8 სექტემბერი, 1960, თბილისი) — ქართველი კინოსა და თეატრის მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი (1995).

ია ნინიძე
დაბადების სახელი ია ნინიძე
დაბადების თარიღი 8 სექტემბერი, 1960 (1960-09-08) (64 წლის)
თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
აქტიური 1968-2000

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა ტელევიზიის რეჟისორისა და რუსული ენის მასწავლებლის ოჯახში. ია ნინიძე სწავლობდა თბილისის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში. 1981 წელს დაამთავრა საკავშირო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. 1981-1996 წლებში იყო რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრის მსახიობი.

კინოში მისი დებიუტი შედგა რვა წლის ასაკში, ციცინოს როლი შეასრულა გიორგი დანელიას კომედიაში არ იდარდო! (1968 წელი, პრემიერა 1969 წელი). 1976 წელს გახდა პუპულარული საბჭოთა კავშირის ქვეყნებში — ბრწყინვალედ ითამაშა დენის ფლორინის როლი ლეონიდ კვინიხიძის სატელევიზიო მუსიკალურ კომედიაში „ზეციური მერცხლები“.

მსახიობს შესრულებული აქვს არაერთი ცნობილი და დასამახსოვრებელი როლი როგორც თეატრში, ასევე კინოში. ფილმოგრაფიიდან საინტერესეოა, შემდეგი როლები: არ იდარდო! (1968 წელი) — ციცინო; ვერის უბნის მელოდიები (1973 წელი) — თამრო; პირველი მერცხალი (1975 წელი) — ელენე; მშობლიურო ჩემო მიწავ (რაიკომის მდივანი) — სალომე; „ცრემლები ცვიოდა“ (1982 წელი); აქედანა და შენამდე (1984 წელი); მონანიება (1985 წელი); „ოპერაცია ვუნდერლანდი“ (1988 წელი); „ომი ყველასათვის ომია“ (1990 წელი); „უბრალო ჭეშმარიტებანი“ ტელესერიალი (1999 წელი) „გამოსათხოვარი ექო“ ტელესერიალი (2004 წელი); „მაძებარი ლიცენზიის გარეშე“ ტელესერიალი (2007 წელი); „ბერიაზე ნადირობა“ ტელესერიალი (2008 წელი) და ასევე „წყნარი საგუშაგო“ ტელესერიალი (2011 წელი).

1997 წლიდან ცხოვრობს რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში, მუშაობდა თეატრ–კაბარე „ღამურაში“. ია ნინიძე 2000 წელს სცენაზე მიღებული მძიმე ტრავმის (პრემიერის რეპეტიციის დროს მსახიობს 300 კილოგრამიანი ნაკრები დაეცა) შედეგად იძულებული გახდა სასცენო კარიერაზე უარი ეთქვა.

ამჟამად მონაწილეობს სატელევიზიო პროგრამებში, კონკურსებში, ფესტივალებში და სერიალებში [1][2].

პირადი ცხოვრება

რედაქტირება

ია ნინიძე სამჯერ იყო დაქორწინებული. მისი პირველი მეუღლე იყო ნიკუშა შენგელაია — რეჟისორ გიორგი შენგელაიას და მსახიობ სოფიკო ჭიაურელის ვაჟი; მეორე მეუღლე — სერგეი მაქსაჩევი (მსახიობი, მოგვიანებით კურსკის რაიონის ვიცე-გუბერნატორი) მისგან ჰყავს შვილი გიორგი და შვილიშვილი ნიკოლი. ია ნინიძის მესამე მეუღლე კი მიხეილ ბუჩენკოვია, მისგან ჰყავს ქალიშვილი, რომელიც აგრძელებს დედის პროფესიას.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Пабауская 1999.
  2. Сонечкина 2011.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ია_ნინიძე“-დან