ოპერაცია „ვუნდერლანდი“

ოპერაცია „ვუნდერლანდი“ — სს „ქართული ფილმის“ 1988 წლის ფილმი. რეჟისორი ოთარ კობერიძე.[1]

„ოპერაცია „ვუნდერლანდი““

კადრი ფილმიდან
დამდგმელი რეჟისორი ოთარ კობერიძე
რეჟისორი ვახტანგ კაჯირაშვილი
სცენარის ავტორი ალექსანდრე მოლდავსკი
როლებში გია ბურჯანაძე
ალბერტ ფილოზოვი
გენო წულაია
ვიქტორ პავლოვი
ოთარ კობერიძე
კომპოზიტორი გურამ ბზვანელი
ხმის ოპერატორი დიმიტრი გედევანიშვილი
ოპერატორი ჯიმშერ ქრისტესაშვილი
მხატვარი ვასილ არაბიძე
სტუდია სს „ქართული ფილმი“
გამოსვლის თარიღი 1988 წელი
ხანგრძლივობა 79 წთ.
ქვეყანა საქართველოს სსრ–ის დროშა საქართველოს სსრ, (სსრკ)

ფილმს საფუძვლად უდევს ყინულმჭრელ „ალექსანდრე სიბირიაკოვის" ტრაგედია, მისი კაპიტნის — ანატოლი კაჭარავასა და ეკიპაჟის გმირობა. 1942 წლის 25 აგვისტოს ყინულმჭრელს ჩრდილოეთის მიწაზე, ახალი პოლარული სადგურისთვის აღჭურვილობა და პერსონალი გადაჰყავდა. კარის ზღვაში კი გერმანელების მრისხანე კრეისერს — „ადმირალ შეერს“ შეეჩეხა. გერმანელებმა კაპიტანს დროშის დაშვება და დანებება მოსთხოვეს. ეს უკანასკნელი კი მათ არ დაემორჩილა და მტერს ცეცხლი გაუხსნა. პატარა გემმა დარტყმა საკუთარ თავზე აიღო, თვითონ შეებრძოლა უზარმაზარ, შესანიშნავად აღჭურვილ მრისხანე კრეისერს. ამით მან უკან მომავალი 25 საბჭოთა გემისგან შემდგარი ქარავანი განადგურებას გადაარჩინა — გემები სამშვიდობოს გავიდნენ. გემი „ალექსანდრე სიბირიაკოვი“ კი ჩაიძირა. მის გემბანზე მყოფი ასობით ადამიანიდან ცოცხალი მხოლოდ 19 გადარჩა.

მეორე მსოფლიო ომის დროს ჩრდილოეთის ზღვის რაიონში საბჭოთა ყინულმჭრელის შეტაკება გერმანელ ფაშისტთა საბრძოლო კრეისერთან ქართველი კაპიტნის გამჭრიახობის წყალობით მტრის სრული განადგურებით დასრულდა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. ეროვნული ფილმოგრაფია