მშობლიურო ჩემო მიწავ!
მშობლიურო ჩემო მიწავ! (რაიკომის მდივანი) — კინორეჟისორ რეზო ჩხეიძის 1980 წელს გადაღებული მხატვრული ფილმი (4 სერია).[1] [2] ფილმი ორ ნაწილიანია. პირველი ნაწილის (I-II სერია) ჩვენება საკავშირო ეკრანზე შედგა 1980 წელს, ხოლო მეორე ნაწილის (III-IV სერია) 18.04.1985 წელს.
„მშობლიურო_ჩემო_მიწავ!“ | |
---|---|
![]() კადრი ფილმიდან | |
დამდგმელი რეჟისორი | რეზო ჩხეიძე |
პროდიუსერი | შოთა ლაფერაძე |
სცენარის ავტორი |
სულიკო ჟღენტი, რეზო ჩხეიძე |
როლებში |
თემურ ჩხეიძე, ევა ხუტუნაშვილი, ირაკლი ხიზანიშვილი, გიორგი ხარაბაძე, ია ნინიძე |
კომპოზიტორი | გია ყანჩელი |
ხმის ოპერატორი | გარი კუნცევი |
ოპერატორი | ლომერ ახვლედიანი |
მონტაჟი | ვასილ დოლენკო |
მხატვარი | გივი გიგაური, ზურაბ მეძმარიაშვილი |
სტუდია | სს „ქართული ფილმი“ |
გამოსვლის თარიღი | 1980 |
ხანგრძლივობა | 189 წთ |
ქვეყანა |
![]() ![]() |
ენა | ქართული |
სიუჟეტი რედაქტირება
გიორგი თორელს რაიკომის მდივნად ნიშნავენ საქართველოს სამხრეთ რაიონში — უძველეს მესხეთში. სირთულეების მიუხედავად, იგი მშობლიური მხარის აღორძინებისა და დაცლილი სოფლების შევსებისთვის იბრძვის. რაიონში, სადაც არ არის გზა, ელექტროენერგია, წყალი და სოფლებიც დაცლილია, ვაიოს ველების სახნავ-სათეს მიწად გადაქცევა ბევრს უტოპიად მიაჩნია. თითქოს ახალი რაიკომის მდივნის მცდელობა დონ-კიხოტის ქარის წისქვილებთან ბრძოლას წააგავს, მაგრამ თანამოაზრეების შემოკრებას და დარწმუნებას შეძლებს და აჭარიდან 300 ოჯახის ჩამოსახლების საკითხიც დადებითად გადაწყდება. ფილმში ტკივილი, სევდა, სიხარული და იუმორი ერთადაა თავმოყრილი.
გადამღები ჯგუფი რედაქტირება
- რეჟისორი — რეზო ჩხეიძე
- სცენარის ავტორი — სულიკო ჟღენტი, რეზო ჩხეიძე
- ოპერატორი — ლომერ ახვლედიანი
- ხმის ოპერატორი — გარი კუნცევი
- კომპოზიტორი — გია ყანჩელი
- მხატვარი — ზურა მეძმარიაშვილი
- სიმღერას ასრულებს — ჯანსუღ კახიძე
როლებს ასრულებენ რედაქტირება
|
|
ჯილდოები და პრემიები რედაქტირება
- 1981 — საკავშირო კინოფესტივალი (ვილნიუსი) — მთავარი პრიზი
- 1986 — სსრკ ლენინური პრემია სცენარის ავტორს, რეჟისორს, ოპერატორს და მსახიობ თემურ ჩხეიძეს
რესურსები ინტერნეტში რედაქტირება
სქოლიო რედაქტირება
- ↑ მშობლიურო ჩემო მიწავ! — ეროვნული ფილმოგრაფია
- ↑ ალმანახი „კინო“. თბილისი. „საბჭოთა საქართველო“. 1981