ლომერ ახვლედიანი
ლომერ ახვლედიანი (დ. 2 ოქტომბერი, 1934 — გ. 11 თებერვალი, 2022[1]) — ქართველი კინოოპერატორი. ქართველი კინოსა და თეატრის რეჟისორის ნინო ახვლედიანის მამა[2]. საქართველოს სახალხო არტისტი (1984 წ.). შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატი (1979 წ.)
ლომერ ახვლედიანი | |
---|---|
დაბადების თარიღი |
2 ოქტომბერი, 1934 თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
გარდაცვალების თარიღი | 11 თებერვალი, 2022 (87 წლის) |
მოქალაქეობა |
სსრკ საქართველო |
საქმიანობა |
|
მეუღლე(ები) | ნანა ავალიშვილი |
შვილ(ებ)ი | ნინო ახვლედიანი |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა 1934 წლის 2 ოქტომბერს თბილისში. 1958 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის გეოლოგიის ფაკულტეტი; 1975 წელს კი მოსკოვის კინოს ინსტიტუტის საოპერატორო ფაკულტეტი. 1957 წლიდან მუშაობდა ტელეფილმების სტუდიასა და კინოსტუდია „ქართული ფილმის“ დამდგმელ ოპერატორად. 1978 წელს დაჯილდოვდა კაიროს საერთაშორისო კინოფესტივალის ჟიურის სპეციალური პრიზით.
იყო კინემატოგრაფისტთა კონფედერაციის წევრი და საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირის გამგეობის წევრი.
გადაღებული აქვს ფილმები: „ქვევრი“, „სამკაული სატრფოსათვის“, „აურზაური სალხინეთში“, „მზე შემოდგომისა“, „მშობლიურო ჩემო მიწავ!“, „ნატვრის ხე“, „სამანიშვილის დედინაცვალი“, „დონ-კიხოტი“, „ბესამე“, „ექსპრეს-ინფორმაცია“ და სხვა.
ჯილდოები
რედაქტირება- 1986 — ლენინური პრემია
- 1986 — შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია
- 1984 — საქართველოს სსრ სახალხო არტისტი
- 1979 — საქართველოს სსრ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე; დაღესტნის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ ლომერ ახვლედიანი გარდაიცვალა
- ↑ Пока все дома — дом третий. Большой город (1 დეკემბერი, 2011). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-04-28. ციტირების თარიღი: 2016-04-19.