სამანიშვილის დედინაცვალი (1977 წლის ფილმი)
სამანიშვილის დედინაცვალი — ქართული მხატვრული ფილმი, ტრაგიკომედია. გადაღებული კინოსტუდია „ქართული ფილმის“ მიერ 1977 წელს. კინოპროდუქციის დაცვის და განვითარების ასოციაციის მოთხოვნით შეჩერებულია კინოს ჩვენება. ფილმი გადაღებულია დავით კლდიაშვილის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით. რეჟისორი — ელდარ შენგელაია.
„სამანიშვილის დედინაცვალი“ | |
---|---|
ჟანრი | ტრაგიკომედია |
დამდგმელი რეჟისორი | ელდარ შენგელაია |
სცენარის ავტორი | რეზო ჭეიშვილი |
როლებში |
ვასილ კახნიაშვილი იმედა კახიანი |
კომპოზიტორი |
გია ყანჩელი ჯანსუღ კახიძე |
ხმის ოპერატორი | ვლადიმერ დოლიძე |
ოპერატორი |
ლომერ ახვლედიანი იური სხირტლაძე |
მონტაჟი | ნელი ფარცვანია |
მხატვარი |
ბორის ცხაკაია ჯემალ კუხალაშვილი ნაუმ ფურმანი |
სტუდია | ქართული ფილმი |
პრემიერა | 1977 |
ხანგრძლივობა | 98 წთ. |
ქვეყანა | საქართველოს სსრ |
სიუჟეტი
რედაქტირებაქვრივი აზნაური ბეკინა სამანიშვილი სიბერეში ცოლის შერთვას გადაწყვეტს. მამის სურვილი თავზარს დასცემს ბეკინას ვაჟს, გაღატაკებულ პლატონს, რომელიც გაჭირვებით ახერხებს საკუთარი წვრილშვილის რჩენას. ქონების მოზიარის გაჩენის შიში აიძულებს პლატონს, მამას საცოლე თავად გამოუძებნოს. სოფელ-სოფელ სიარულით ის სასურველ სადედინაცვლოს მიაგნებს, მაგრამ წვალება და დამცირება ფუჭად ჩაუვლის — ქალი, რომელიც ბეკინას ცოლობამდე ორჯერ ისე დაქვრივდა, რომ შვილი არ ჰყოლია, სამანიშვილებს მემკვიდრეს შესძენს.
როლებში
რედაქტირება- ვასილ კახნიაშვილი — ბეკინა
- იმედა კახიანი — პლატონი
- ნოდარ ჩაჩანიძე — კირილე
- ვენერა ნეფარიძე — დედინაცვალი
- ბერტა ხაფავა — მელანო
- შოთა გაბელაია — არისტო
- აზა ნუცუბიძე — არისტოს ცოლი
- აკაკი ბაქრაძე — მოძღვარი
- ალექსანდრე (გიზო) კაკაურიძე
- სალომე ყანჩელი
- თამარ ღვინიაშვილი
- ნესტან კვეიძე
- ვასილ ჩხაიძე
- გივი მოდებაძე
- როდენ ჩაჩანიძე
- ქეთევან შარიქაძე
- ანზორ ნიკოლაიშვილი
- გურამ წერეთელი
- ოთარ ქურციკიძე
- ალექსანდრე რამიშვილი