გიზო კაკაურიძე
ალექსანდრე (გიზო) კაკაურიძე (დ. 9 მაისი, 1948, სოფ. ბესიაური, ხონის რაიონი) — ქართველი მსახიობი, საქართველოს თეატრის მოღვაწეთა კავშირის წევრი (1972-დან), საქართველოს დამსახურებული არტისტი (1988), ღირსების ორდენის კავალერი (2000).
ალექსანდრე (გიზო) კაკაურიძე | |
---|---|
დაბადების თარიღი |
9 მაისი, 1948 ბესიაური, სსსრ |
საქმიანობა | მსახიობი |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა 1948 წლის 9 მაისს. 1971 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი და ამავე წლიდან არის ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატული თეატრის მსახიობი. სახასიათო და ლირიკული როლების პარალელურად, კომედიურ როლებსაც თამაშობდა. აკეთებდა სხვადასხვა ცნობილი პიროვნებების პაროდიებს. 1996 წელს დააარსა ქუთაისის სატირისა და იუმორის თეატრი.
2024 წლის 9 ივლისს ქუთაისის მესხიშვილის სახელობის დრამატული თეატრის წინ გიზო კაკაურიძის ვარსკვლავი გაიხსნა.[1]
ფილმოგრაფია
რედაქტირება- 1984 — „აქედანა და შენამდე“ — გუგუშა
- 1977 — „სამანიშვილის დედინაცვალი“
ჯილდოები და აღიარება
რედაქტირება- 1988 — საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტი
- 2000 — ღირსების ორდენი