ვასილ ჩხაიძე

ქართველი მსახიობი

ვასილ ისაკის ძე ჩხაიძე (დ. 2 იანვარი, 1905, სოფელი აცანა, ოზურგეთის მაზრა — გ. 26 დეკემბერი, 1986, თბილისი) — ქართველი მსახიობი, საქართველოს დამსახურებული არტისტი (1979).

ვასილ ჩხაიძე
დაბადების თარიღი 2 იანვარი, 1905
აცანა, ოზურგეთის მაზრა
გარდაცვალების თარიღი 26 დეკემბერი, 1986 (81 წლის)
თბილისი, საქართველოს სსრ
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 1927–1983
მეუღლე(ები) ნინა ვარ­დი­გუ­ლაშ­ვი­ლი
შვილ(ებ)ი გი­ორ­გი ჩხა­ი­ძე
მშობლები მამა: ისა­­კ ჩხაიძე

ბიოგრაფია

რედაქტირება

1936 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი — გერმანული ენის სპეციალობით. 1927–1934 წლებში იყო ბათუმის თეატრის მსახიობი, შემდეგ კი მუშაობდა ფოთის თეატრში. 1937–1956 წლებში მუშაობდა სკოლაში რუსული და გერმანული ენის მასწავლებლად. 1956–1962 წლებში ფოთის ვ. გუნიას სახ. დრამატული თეატრის მსახიობია. 1967 წლიდან მუშაობს კინოსტუდია ქართულ ფილმში. მის კარიერაში გამორჩეულია ელდარ შენგელაიას ფილმებში შესრულებული როლები: პიპინია ერისთავი („არაჩვეულებრივი გამოფენა“, 1968) და ქრისტეფორე მგალობლიშვილი გარიყულადან („შერეკილები“, 1973). 1970 წელს სესილია თაყაიშვილთან ერთად ითამაშა თემურ ფალავანდიშვილის მოკლემეტრაჟიან ფილმში „ჩამავალი მზე“. 1973 წელს შეასრულა ღარიბი და ამაყი აზნაურის როლი ფილმში „ლაზარეს თავგადასავალი“. 2013 წელს, მუხათგვერდის სასაფლაოზე მისი დაკარგული საფლავი ელდარ შენგელაიამ იპოვა და ნეშტი გადმოასვენა: „ჩვენმა მეგობარმა, გურამ გელაძემ იცოდა, სად იყო ეს საფლავი, საიდანაც დიდუბის პანთეონში გადმოვასვენეთ“. 2015 წელს გადაასვენეს დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

ფილმოგრაფია

რედაქტირება

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

რედაქტირება
  • 1979: საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტი

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება