ვლადიმერ დოლიძე
ვლადიმერ დოლიძე (დ. 28 მარტი, 1908, ოზურგეთი — გ. 19 თებერვალი, 1989) — ქართველი კინოოპერატორი, ხმის რეჟისორი, გამხმოვანებელი.
ვლადიმერ დოლიძე | |
---|---|
დაიბადა | 28 მარტი, 1908 ოზურგეთი |
გარდაიცვალა | 19 თებერვალი, 1989 |
ეროვნება | ქართველი |
განათლება | საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტი |
საქმიანობა | კინოოპერატორი, ხმის რეჟისორი, ამხმოვანებელი |
მშობლიური ქალაქი | ოზურგეთი |
ტიტული | კინემატოგრაფიის დამსახურებული მოღვაწე |
ბიოგრაფია
რედაქტირება1931 წელს დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტი. 1932–1937 წლებში მუშაობდა ხმის ჩამწერი საამქროს უფროსად თბილისის კინოსტუდიაში. 1937 წლიდან მუშაობდა ხმის ოპერატორად. მონაწილეობა აქვს მიღებული 80-ზე მეტი სრულმეტრაჟიანი და მოკლემეტრაჟიანი მხატვრული, დოკუმენტური და ანიმაციური ფილმის შექმნაში. მინიჭებული აქვს კინემატოგრაფიის დამსახურებული მოღვაწის წოდება. არის მეორე მსოფლიო ომის მონაწილე და ვეტერანი. დაჯილდოებულია: „სახელმწიფო პრემიით“ (1950) — ფილმისთვის „ჯურღაის ფარი“; მედლით სახელოვანი შრომისათვის; „სამამულო ომის II ხარისხის ორდენით“; მედლით დიდ სამამულო ომში გამარჯვების XX წლისთავის აღსანიშნავად.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ვლადიმერ დოლიძე ეროვნული ფილმოგრაფიის საიტზე დაარქივებული 2012-01-18 საიტზე Wayback Machine.