შოთა გაბელაია
შოთა გაბელაია (დ. 3 ივლისი, 1936, ფოთი, საქართველოს სსრ, სსრკ — გ. 19 ნოემბერი, 1979) — ქართველი მსახიობი. აფხაზეთის ასსრ-ის დამსახურებული არტისტი (1967).
ბიოგრაფია
რედაქტირებადაამთავრა სოხუმის მე-11 საშუალო სკოლა.
1962 წელს დაამთავრა თბილისის რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. 1962-1968 წლებში სოხუმის თეატრის მსახიობი იყო. 1969 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე მოღვაწეობდა მარჯანიშვილის თეატრში. გადაღებულია 20 ფილმში. მათგან გამორჩეულია: ვალოდია ჯინჭარაძე („არაჩვეულებრივი გამოფენა“), არისტო („სამანიშვილის დედინაცვალი“), ქუჩაია („ყვარყვარე“), ბულია („გასეირნება თბილისში“) და სხვა. ნაყოფიერად მოღვაწეობდა ესტრადაზეც. მისმა სატირულმა პროგრამამ „მხიარულ ტალღაზე“ მთელი საქართველო მოიარა და მრავალი თაყვანისმცემელი შესძინა.
ფილმოგრაფია
რედაქტირება- 1968: „არაჩვეულებრივი გამოფენა“ — (ვალოდია ჯინჭარაძე)
- 1970: „ფეოლა — (მეორე მწვრთნელი)
- 1970: „ჩამავალი მზე“
- 1971: „წუთისოფელი“ — (დეზერტირი)
- 1972: „ზღვის მგელი“ — (რეჟისორის ასისტენტი)
- 1973: „ციმბირელი პაპა“ — (ესტატე ღლონტი)
- 1973: „მშვენიერი კოსტუმი“
- 1975: „არ დაიჯერო, რომ აღარა ვარ“
- 1976: „გასეირნება თბილისში (ნამდვილი თბილისელი და სხვები)“ — (ბულია)
- 1977: „სამანიშვილის დედინაცვალი“ — (არისტო)
- 1977: „ესკულაპეს მოწაფე“ — (საჩინო)
- 1977: „ცენტრალური თავდამსხმელი ციდან“ — (მზარეული)
- 1977: „დაბრუნება“
- 1978: „ყვარყვარე“ — (ქუჩაია)