არაჩვეულებრივი გამოფენაელდარ შენგელაიას ფილმი.

„არაჩვეულებრივი გამოფენა“
დამდგმელი რეჟისორი ელდარ შენგელაია
სცენარის ავტორი რევაზ გაბრიაძე
კომპოზიტორი გია ყანჩელი
ხმის ოპერატორი მიხეილ ნიჟარაძე
ოპერატორი გიორგი გერსამია
მხატვარი დიმიტრი ერისთავი
სტუდია ქართული ფილმი
გამოსვლის თარიღი 1968
ხანგრძლივობა 95 წთ.
ქვეყანა დროშა: სსრკ სსრკ
დროშა: საქართველოს სსრ საქ. სსრ
ენა ქართული
ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

ნიჭიერი მოქანდაკე აგული ერისთავი იძულებულია სარფიან საქმეს მოჰკიდოს ხელი და თავისდაშეუმჩნევლად სასაფლაოს ხელოსნად გადაიქცევა. წვრილშვილიანი ოჯახი უნებურად უბიძგებს მას ამ გზაზე. დინებას მიყოლილი, ფიქრისგან დაცლილი ყოველდღიურობა ერთ დღეს აუტანელი შეიქნება და აგული აჯანყდება, თუმც ეს ჯანყი ჭიქა წყალში ქარიშხალს ჰგავს. იგი უკვე ხაფანგშია გამომწყვდეული და მნიშვნელოვანს ვეღარაფერს შექმნის.[1]