რევაზ გაბრიაძე

ქართველი მხატვარი, თეატრისა და კინოს რეჟისორი, მწერალი და მოქანდაკე.
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გაბრიაძე.

რევაზ (რეზო) გაბრიაძე (დ. 29 ივნისი, 1936, ქუთაისი — გ. 6 ივნისი, 2021) — ქართველი მხატვარი, თეატრისა და კინოს რეჟისორი, მწერალი და მოქანდაკე. საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1979). საქართველოს სახალხო არტისტი (1987). სახელმწიფო და სხვადასხვა პრემიების ლაურეატი. თბილისის საპატიო მოქალაქე (2016).

რევაზ გაბრიაძე
დაბადების თარიღი 29 ივნისი, 1936
ქუთაისი
გარდაცვალების თარიღი 6 ივნისი, 2021 (84 წლის)
დაკრძალულია ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონი
ეროვნება ქართველი
მოქალაქეობა საქართველო
განათლება
  •  • თსუ ფილოლოგიის ფაკულტეტის ჟურნალისტიკის განყოფილება
  •  • მოსკოვის უმაღლესი სარეჟისორო სასცენო კურსები
პროფესია მხატვარი, კინოსა და თეატრის რეჟისორი, მწერალი
შვილ(ებ)ი ლევან გაბრიაძე
ჯილდოები
ხელვნებისა და ლიტერატურის ორდენის კავალერი
ხელვნებისა და ლიტერატურის ორდენის კავალერი
ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი
საიტი gabriadze.com

იგი მონაწილეობდა 35-ზე მეტი ფილმის შექმნაში, რომელთა შორისაა: „არაჩვეულებრივი გამოფენა“, „სერენადა“, „არ დაიდარდო“, „ქვევრი“, „ფეოლა“, „შერეკილები“, „მიმინო“, „ქინ-ძა-ძა!“ და სხვა.

რეზო გაბრიაძის მხატვრული ნამუშევრები ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატების მუზეუმებსა და კერძო კოლექციებშია დაცული, იგი იყო 50-ზე მეტი წიგნის ილუსტრაციის ავტორი.

1981 წელს რეზო გაბრიაძემ თბილისში მარიონეტების თეატრი დააარსა, რომელიც თბილისში, შავთელის ქუჩა 13-ში მდებარეობს, ანჩისხატის ბაზილიკის გვერდით. თეატრის პირველი სპექტაკლი „ალფრედი და ვიოლეტა“ იყო. რეზო გაბრაძე საკუთარი სპექტაკლების პიესის ავტორი, რეჟისორი, მხატვარი და მუსიკალური გამფორმებელი იყო. 2010 წელს რეზო გაბრიაძის პროექტითა და უშუალო მონაწილეობით თბილისში მარიონეტების თეატრის გვერდით აშენდა უნიკალური საათის კოშკი. მისი ფასადი მოპირკეთებულია ათასობით შორენკეცით, რომლებიც მხატვრის ხელითაა მოხატული.

ბიოგრაფია

რედაქტირება
 
გაბრიაძე 2010 წელს

1964 წელს რეზო გაბრიაძემ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის ჟურნალისტიკის განყოფილება. 1967 წელს კი მოსკოვში უმაღლესი სარეჟისორო და სასცენარო კურსები.

იგი მონაწილეობდა 35-ზე მეტი ფილმის შექმნაში, რომელთა შორისაა: „არაჩვეულებრივი გამოფენა“ (ქართული ფილმი, 1968), „სერენადა“ (ქართული ფილმი, 1968), „არ დაიდარდო“ (მოსფილმი, 1969), „ქვევრი“ (ქართული ფილმი, 1970), „ფეოლა“ (ქართული ფილმი, 1970), „შერეკილები“ (ქართული ფილმი, 1973), „მიმინო“ (მოსფილმი, 1977), „ქინ-ძა-ძა!“ (მოსფილმი, 1987) და სხვა.

როგორც მხატვარმა რეზო გაბრიაძემ მრავალ გამოფენაში მიიღო მონაწილეობა: მიუნხენში (გერმანია), საფრანგეთში (რენე, დიჟონი), ლოზანაში (შვეიცარია), მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში (რუსეთი).

2012 წელს მოსკოვში პუშკინის სახელობის სახვითი ხელოვნების ეროვნულ მუზეუმში რეზო გაბრიაძის ნამუშევართა დიდი პერსონალური გამოფენა გაიხსნა, რომელზეც მხატვრის 182 ფერწერული, გრაფიკული, კერამიკული, სკულპტურული და თოჯინური ნამუშევარი იყო წარმოდგენილი.

მხატვრის ნამუშევრები ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატების მუზეუმებსა და კერძო კოლექციებშია დაცული: სანქტ-პეტერბურგის თეატრალური და მუსიკალური ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში; ანა ახმატოვას მუზეუმში „შადრევნის სახლში“ ფონტანკაზე, (სანქტ-პეტერბურგი); ფიოდორ დოსტოევსკის მემორიალურ მუზეუმში (სანქტ-პეტერბურგი); ალექსანდრე პუშკინის სახელობის მუზეუმში (სანქტ-პეტერბურგი); ბულატ ოკუჯავას სახლ-მუზეუმში (პერედელკინო); ალექსი ბახრუშინის სახელობის თეატრალურ მუზეუმში (მოსკოვი)

ფერწერული ნამუშევრების გარდა რეზო გაბრიაძის სკულპტურები ოდესასა და სანქტ-პეტერბურგშია. მხატვარი 50-ზე მეტი წიგნის ილუსტრაციის ავტორიცაა: საქართველოში; საფრანგეთსა და რუსეთში.

რეზო გაბრაძე თავისი სპექტაკლების პიესის ავტორი, რეჟისორი, მხატვარი და მუსიკალური გამფორმებელიცაა. ეს ერთი რეჟისორის თეატრია თანაც გამორჩეული იმითაც, რომ თოჯინური სპექტაკლები უფროსებისთვისაა. მარიონეტულ სპექტაკლებში როლებს ქართული კინოსა და თეატრის ვარსკვლავები ახმოვანებენ: ვერიკო ანჯაფარიძე, მედეა ჯაფარიძე, რამაზ ჩხიკვაძე, ეროსი მანჯგალაძე, გოგი გეგეჭკორი, და სხვა.

მომდევნო წლებში სპექტაკლებმა როგორებიცაა: „მარშალ დე ფანტიეს ბრილიანტი“ (თბილისი 1982), „ტრაპიზონის იმპერატორის ქალიშვილი“ (თბილისი 1989), „სტალინგრადი“ (საფრანგეთი, დიჟონი 1996), „ჩემი გაზაფხულის შემოდგომა“ (შვეიცარია, ლოზანა, 2002), თეატრს საქვეყნოდ გაუთქვა სახელი.

რეზო გაბრიაძის მარიონეტების თეატრი სხვადასხვა ქვეყნებში დღესაც მართავს გასტროლებს. 1994-1995 წლებში რეზო გაბრიაძე მოსკოვში სერგეი ობრაზცოვის სახელობის აკადემიური ცენტრალური თოჯინების თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად მუშაობდა.

90–იან წლებში რეზო გაბრიაძე მუშაობდა შვეიცარიასა და საფრანგეთში, სადაც ორი დრამატული სპექტაკლი დადგა: „რა სევდაა – ხეივანი დასრულდა“ ლოზანაში და „ქუთაისი“ პარიზში. ამ ორ დადგმაში მონაწილეობდნენ პიტერ ბრუკის თეატრის ცნობილი არტისტები – ნატაშა პერი, ბაკარი სანგარე და სხვები.

2004 წელს რეზო გაბრიაძემ დაწერა და ბროდვეიზე დადგა პიესა „აკრძალული შობა ანუ ექიმი და ავადმყოფი“, სადაც ჩიტოს როლი შეასრულა ბალეტის არტისტმა მიხაილ ბარიშნიკოვმა, ხოლო ერმონიის – ლუის პერესმა, ჩიკაგოს ცნობილი „ჯოფრი–ბალეტის“ დასის ყოფილმა სოლისტმა. პრემიერა მინეაპოლისში (აშშ), თეატრ გატრიში გაიმართა.

რეზო გაბრიაძის თეატრი არაერთხელ მონაწილეობდა თეატრალურ ფესტივალებში ავინიონში, ედინბურგში, ნიუ–იორკში, ტორონტოში, ბელგრადში, ჩარლსტონში, მოსკოვსა და სხვა ქალაქებში.

2010 წელს რეზო გაბრიაძის პროექტითა და უშუალო მონაწილეობით თბილისში მარიონეტების თეატრის გვერდით აშენდა უნიკალური საათის კოშკი. მისი ფასადი მოპირკეთებულია ათასობით შორენკეცით, რომლებიც მხატვრის ხელითაა მოხატული.

2012 წელს მოსკოვში თეატრ, „თეატრალური ხელოვნების სტუდიაში“ სპექტაკლ „რამონას“ პრემიერა გაიმართა, რომლის ავტორი, დამდგმელი რეჟისორი რეზო გაბრიაძეა.

გარდაიცვალა 2021 წლის 6 ივნისს.[1] დაკრძალულია მთაწმინდის პანთეონში.[2]

ჯილდოები და აღიარება

რედაქტირება

ფილმოგრაფია

რედაქტირება

სარეჟისორო ნამუშევრები

რედაქტირება
 
კინ-ძა-ძა-ს პოსტერი

სცენარები

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. „რეზო გაბრიაძე გარდაიცვალა“. interpressnews.ge. ციტირების თარიღი: 10 ივნისი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  2. „რეზო გაბრიაძე მთაწმინდის პანთეონში დაკრძალეს“. report.ge. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-06-10. ციტირების თარიღი: 10 ივნისი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)