სათადარიგო ბორბალი
სათადარიგო ბორბალი — 1978 წელს გადაღებული ქართული მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი. რეჟისორი ამირან დარსაველიძე.
„სათადარიგო ბორბალი“ | |
---|---|
კადრი ფილმიდან | |
დამდგმელი რეჟისორი | ამირან დარსაველიძე |
სცენარის ავტორი | რეზო გაბრიაძე |
როლებში |
ლიკა ქავჟარაძე, გოგი ქავთარაძე |
კომპოზიტორი | ნანა ავალიშვილი |
ხმის ოპერატორი | გურამ შუბლაძე |
ოპერატორი | ალექსანდრე სულამანიძე |
მხატვარი | შოთა გოგოლაშვილი |
სტუდია | სს „ქართული ფილმი“ |
გამოსვლის თარიღი | 1978 |
ხანგრძლივობა | 20 წუთი |
ქვეყანა | საქართველოს სსრ (სსრკ) |
სიუჟეტი
რედაქტირებაპროვინციული ქალაქის მკერავი გოგი ახალი წლის შესახვედრად მიემგზავრება. თოვლიან გზაზე მშვენიერ ქალიშვილს გადააწყდება, რომელსაც მანქანა გაუფუჭდა. გოგი თავისი მანქანის საბურავს ქალიშვილს დაუთმობს, თვითონ კი ქალიშვილით და საკუთარი საქციელით მოხიბლული, ახალ წელს უკაცრიელ გზაზე, მანქანაში მარტოდმარტო შეხვდება.
როლებს ასრულებენ
რედაქტირება- ლიკა ქავჟარაძე — ლიკა
- გიორგი (გოგი) ქავთარაძე — გოგი
- ეთერ მოციქულაშვილი — მოხუცი ქალი
- შალვა გედევანიშვილი
- აბესალომ ლორია
- ლეილა შოთაძე
- შალვა ჯანიაშვილი
- არჩილ მაჩაბელი
- ნოდარ სოხაძე