ლევან გაბრიაძე
ლევან (ლეო) რევაზის ძე გაბრიაძე (რუს. Леван Ревазович Габриадзе; დ. 16 ნოემბერი, 1969) — რუსეთში მოღვაწე, ეროვნებით ქართველი მსახიობი და კინორეჟისორი.
ლევან გაბრიაძე | |
---|---|
ლევან გაბრიაძე ფილმ „ვიკრუტასები“-ს პრემიერაზე, ქალაქი თბილისი | |
დაბადების თარიღი |
16 ნოემბერი, 1969 თბილისი, საქართველო სსრ |
საქმიანობა |
მსახიობი რეჟისორი |
აქტიური | 1986-დღემდე |
მშობლები | მამა: რევაზ გაბრიაძე |
დაიბადა 1969 წლის 16 ნოემბერს ქალაქ თბილისში, მამამისის კინოდრამატურგის, პროზაიკოსისა და მხატვრის — რევაზ გაბრიაძისა და დედამისის — მუსიკოსის ელენე გაბრიაძის ოჯახში. 12 წლიდან რევაზ გაბრიაძის სტუდიაში დაიწყო მუშაობა ასისტენტად და მსახიობად. 17 წლის ასაკში მიიწვიეს სათამაშოდ ფილმში „ქინ-ძა-ძა“. მსახურობდა საბჭოთა არმიაში. სწავლობდა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალურ ინსტიტუტში სასცენარო ფაკულტეტზე, ხოლო 1990 წელს ჩააბარა კალიფორნიის უნივერსიტეტში დიზაინისა და ანიმაციის ფაკულტეტზე ქალაქ ლოს-ანჯელესში. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ გახსნა დიზაინ-სტუდია „Digital Gypsies“. რამდენიმე წელი მუშაობდა გრაფიკული დიზაინისა და ანიმაციური გრაფიკის შექმნაზე.
2000 წელს საცხოვრებლად ქალაქ მოსკოვში გადავიდა, სადაც გახდა კინოკომპანიის „Базелевс“-ის სარეკლამო რეჟისორი. 2010 წელს გადაიღო თავის პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმი „ვიკრუტასები“, სადაც მონაწილეობა მიიღეს მსახიობებმა: მილა იოვოვიჩმა, კონსტანტინე ხაბენსკიმ და სხვებმა. ფილმმა ხანტი-მანსიისკში პრიზი მოიპოვა.
ფილმოგრაფია
რედაქტირებაგადაღებულია ფილმებში
რედაქტირება- 1981: „ძნელი დასაწყისი“ რეჟ. თენგიზ მაღალაშვილი
- 1986: „ქინ-ძა-ძა!“ („Кин-дза-дза!“) რეჟ. გიორგი დანელია
- 1990: „პასპორტი“ („Паспорт“) რეჟ. გიორგი დანელია
სარეჟისორო ნამუშევრები
რედაქტირება- 2011: „ვიკრუტასები“ („Выкрутасы“)
- 2011: „ნაძვისხეები 2“ („Ёлки 2“)
- 2013: „ნაძვისხეები 3“ („Ёлки 3“)