თენგიზ მაღალაშვილი

ქართველი თეატრისა და კინოს რეჟისორი

თენგიზ მაღალაშვილი (დ. 1 აგვისტო, 1927, თბილისი, საქართველო — გ. 22 იანვარი 1985) — ქართველი თეატრისა და კინოს რეჟისორი.

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა ქალაქ თბილისში. 1951 წელს არქიტექტურის ფაკულტეტის სტუდენტი გახდა თბილისის ა. ქუთათელაძის სამხატვრო აკადემიაში, მაგრამ სწავლა შეწყვიტა და შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტზე განაგრძო სწავლა. ინსტიტუტის დამთავრებისთანავე კინოსტუდია „ქართულ ფილმში“ დაიწყო მუშაობა რეჟისორის ასისტენტად. ამავდროულად კი რეჟისორ კ. პიპინაშვილს ასისტენტობას უწევდა ფილმ -„ორი ოკეანის საიდუმლობას“ გადაღებისას. 1956-1958 წლებში ქუთაისის დრამატული თეატრის დამდგმელი, შემდგომ კი რეჟისორი გახდა. 1956 წელს პირველად დადგა ქართულ სცენაზე პ. კაკაბაძის „კახაბერის ხმალი“ და ლ. სანიკიძის „გაიუს გრაკხი“(1957). 1958 წლიდან კი თელავის თეატრის მთავარი რეჟისორი გახდა და დადგა სპეკტაკლები: ი. მჭედლიშვილის „პირველი ყეენობა“ და გ. ლორკას „სისხლიანი ქორწილი“. 1959 წელს კი ისევ კინოსტუდია „ქართულ ფილმში“ ბრუნდება. 1965 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე თბილისის მოზარდ მაყურებელთა ქართული თეატრის მთავარი რეჟისორია. გამოსარჩევია მისი რეჟისორული ნამუშევრები: სილხან-საბა ორბელიანის „სიბრძნე სიცრუისა“ ნ. ხატისკაცის ინიცირებით, მოლიერის „სკაპერის ოინები“, ო. ტაბაკოვის „ფიფქია და შვიდი ჯუჯა“, ლ. ქიაჩელის „ტარიელ გოლუა“, ე. შვარცის „წითელქუდა“, ქ. ქუჩუკაშვილის „კონკია“, „სად ხარ სულიკო?“, „გოგო და ბიჭი“, „შვილები“ და ლიტერატურული კომპოზიცია „დღეს ჩვენ ვფიქრობთ ბარათაშვილზე“, ს. ვოლოდინის „უფროსი და“ და ა.შ. მისი რეჟისორობითაა გადაღებული მოკლემეტრაჟიანი და მხატვრული ფილმები: „ძნელი დასაწყისი“ (1982), „არსენას სიმღერა“.[1]

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

რედაქტირება
  • კინოსტუდია „ქართული ფილმის“ რეჟისორი , საბავშვო ფილმების კინოკავშირის სექციისა და საბავშვო თეატრების საერთაშორისო ასოციაციის წევრი (1964-1975)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

რედაქტირება
  • 1971 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე
  • მოსკოვის დრატურგიის ფესტივალი, ლაურეატი
  • მოსკოვის საერთაშორისო თეატრების ფესტივალი, ლაურეატი

ლიტერატურა

რედაქტირება
  • თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.646
  • 2007 წლის საიუბილეო თარიღები: (თეატრი, მუსიკა, კინო, ქორეოგრაფია), თბ, 2007, გვ.73

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება