მედეა ჯაფარიძე
მედეა ვალერიანის ასული ჯაფარიძე (დ. 20 თებერვალი, 1923, თბილისი — გ. 31 მარტი, 1994, იქვე) — კინოსა და თეატრის ქართველი მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი (1950), თბილისის საპატიო მოქალაქე (1988). მწერლისა და საზოგადო მოღვაწის რევაზ თაბუკაშვილის მეუღლე.
მედეა ჯაფარიძე | |
---|---|
დაბადების სახელი | მედეა ჯაფარიძე |
დაბადების თარიღი |
20 თებერვალი, 1923 თბილისი, საქართველოს სსრ |
გარდაცვალების თარიღი |
31 მარტი, 1994 (71 წლის) თბილისი, საქართველო |
საქმიანობა | მსახიობი |
მეუღლე(ები) | რეზო თაბუკაშვილი |
ბიოგრაფია
რედაქტირება1939 წელს დაამთავრა თბილისის VIII საშუალო სკოლა. ორი წელი მუშაობდა ნაძალადევის კულტურის სახლთან არსებულ ხალხური შემოქმედების თეატრში. 1942 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე კოტე მარჯანიშვილის სახელობის აკადემიური თეატრის მსახიობი იყო. რუსთაველის სახელობის თეატრთან არსებულ სტუდიაში ისმენდა გიორგი ტოვსტონოგოვის ლექციების კურსს მსახიობის ოსტატობაში. მოგვიანებით მივლინებული იყო მოსკოვში, ვლ. ნემიროვიჩ-დანჩენკოს სახელობის სტუდიაში. აქ იგი რეჟისორმა ი. ზავადსკიმ მიიწვია „მოსსოვეტის“ თეატრში, სადაც რუსულ ენაზე შეასრულა კლეოპატრას როლი ბერნარდ შოუს პიესაში „კეისარი და კლეოპატრა“. სულ მალევე დაბრუნდა სამშობლოში და მთელი ცხოვრება ქართულ კინო-თეატრს მოახმარა.
კოტე მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე მან შექმნა არაერთი უბრწყინვალესი სახე, რომელიც ოქროს ასოებით ჩაიწერა ქართული თეატრის უმდიდრეს ისტორიაში. მათგან აღსანიშნავია: ნინა (მიხაილ ლერმონტოვის „მასკარადი“), ჯულიეტა, ბეატრიჩე, ლედი ანა (უილიამ შექსპირის „რომეო და ჯულიეტა“, „ჭირვეული ცოლის მორჯულება“, „რიჩარდ III“), ჭრიჭინა (მარიკა ბარათაშვილის „მარინე“), გულსუნდა (ვაჟა-ფშაველას „მოკვეთილი“), მარტა (კასონას „ხეები ზეზეულად ხმებიან“), ვარვარა კარპოვნა (კიტა ბუაჩიძის „ეზოში ავი ძაღლია“), გულქანი (პოლიკარპე კაკაბაძის „კახაბერის ხმალი“), იოკასტე (სოფოკლეს „ოიდიპოს მეფე“), დედა (ლაშა თაბუკაშვილის „ძველი ვალსი“) და სხვა.
1950 წელს როლისთვის კინოფილმში „ჯურღაის ფარი“ დაჯილდოვდა სტალინის პრემიით. ამავე წელს მიენიჭა საქართველოს სსრ-ის სახალხო არტისტის წოდება.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
ფილმოგრაფია
რედაქტირება- 1940: „კოლხეთის ჩირაღდნები“ (ძაბული) რეჟ. დავით რონდელი
- 1940: „ქალიშვილი გაღმიდან“ (ნაზიმე) რეჟ. რეზო ესაკია
- 1942: „ხიდი“ (მანანა) რეჟისორები კონსტანტინე პიპინაშვილი, შოთა მანაგაძე
- 1943 : „გიორგი სააკაძე“ (თინათინი – ლუარსაბის და) რეჟ. მიხეილ ჭიაურელი
- 1944: „ჯურღაის ფარი“ (ეთერი) რეჟისორები სიკო დოლიძე, დავით რონდელი
- 1947: „აკაკის აკვანი“ (ანა – აკაკის და) რეჟ. კონსტანტინე პიპინაშვილი
- 1948: „ქეთო და კოტე“ (ქეთო) რეჟისორები ვახტანგ ტაბლიაშვილი, შალვა გედევანიშვილი
- 1952:„მწვერვალთა დამპყრობნი“ (ელენე) რეჟ. დავით რონდელი
- 1956: „ეთერის სიმღერა“ (ნატო) რეჟ. სიკო დოლიძე
- 1959: „წარსული ზაფხული“ (ელიკო) რეჟისორები ნელი ნენოვა, გენო წულაია
- 1970: „იყო შაშვი მგალობელი“ რეჟ. ოთარ იოსელიანი
- 1973: „მზე შემოდგომისა“ (ეკა) რეჟ. თემურ ფალავანდიშვილი
- 1983: „ცისფერი მთები, ანუ დაუჯერებელი ამბავი“ რეჟ. ელდარ შენგელაია
- 1984: „გულუბრყვილო ბატი ტასიკოს თავგადასავალი“ (ანიმაციური ფილმი) რეჟ. დავით (თეიმურაზ) სიხარულიძე
- 1984: „სანამ წვიმა გადივლიდეს“ (სალომე) რეჟ. ქეთი დოლიძე
- 1988: „ვამეხი მოდის (დაკარგული საგანძურის საძებნელად)“ (დედა იღუმენია) რეჟისორები ოთარ შამათავა, ოთარ ლითანიშვილი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 428, თბ., 1994