სტალინური პრემია
(გადამისამართდა გვერდიდან სტალინის პრემია)
სტალინური პრემია (რუს. Сталинская премия) — სსრკ-ის მოქალაქეთა წახალისების ფორმა. ენიჭებოდათ მეცნიერებასა და ტექნიკაში, სამხედრო ცოდნაში, ლიტერატურასა და ხელოვნებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის. დაწესდა 1939 წლის 20 დეკემბერს. გაიცემოდა 1941-1954 წლებში. პირველად ეს პრემია გადაეცა ცნობილ ფიზიკოსს — პეტრე კაპიცას. სტალინური პრემიის მემკვიდრე გახდა სსრკ-ის სახელმწიფო პრემია. 1966 წელს სტალინური პრემია გაუთანაბრდა სსრკ-ის სახელმწიფო პრემიას. ქართველთაგან სხვადასხვა დროს სტალინური პრემია გადაეცათ: ივანე ბერიტაშვილს (1941), ნიკოლოზ შენგელაიას (1941), ნიკოლოზ მუსხელიშვილს, (1941, 1947), შალვა მშველიძეს (1942, 1947), ვასო გოძიაშვილს (1952) და სხვა.
სტალინური პრემია | |
ქვეყანა | სსრკ |
პირველად გადაეცა | 1941 |
ბოლოს გადაეცა | 1954 |