რუსთაველის თეატრის სტუდია

რუსთაველის თეატრის სტუდია, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრთან არსებული თეატრალური სტუდია, დაარსდა 1927 წელს. მიზნად ისახავდა თეატრალური კადრების აღზრდას. 1927-1935 წლებში სტუდიის ხელმძღვანელი იყო აკაკი ვასაძე, 1935-1939 — აკაკი ხორავა. სტუდიას ჰქონდა აფხაზეთის,აჭარის და სამხრეთ ოსეთის სექციები, რომლებიც ახალგაზრდა კადრებს ამზადებდა სოხუმის, ბათუმისა და ცხინვალის თეატრებისათვის. სტუდიამ იარსება 1939 წლამდე. 1939 წელს რუსთაველის თეატრის სტუდიისა და სხვა თეატრალური სტუდიების ბაზაზე შეიქმნა თეატრალური ინსტიტუტი.

ლიტერატურა რედაქტირება

  • ქსე, ტ. 8, გვ. 510, თბ., 1984