სანამ წვიმა გადივლიდეს

სანამ წვიმა გადივლიდეს“ — რეჟისორ ქეთი დოლიძის 1984 წლის მხატვრული ფილმი.

„სანამ წვიმა გადივლიდეს“
რეჟისორი ქეთი დოლიძე
სცენარის ავტორი ლაშა თაბუკაშვილი
როლებში

მედეა ჯაფარიძე, თენგიზ არჩვაძე, ირაკლი ჭანტურია, ნინელი ჭანკვეტაძე, ნინო ბურდული, გიორგი ხუციშვილი, გივი თოხაძე,

ლია კაპანაძე, ნანა მჭედლიძე, კახი კავსაძე, თამარ ციციშვილი, ბონდო გოგინავა, იაკობ ტრიპოლსკი, გიორგი გელოვანი, ვასილ რცხილაძე, ომარ გაბელია, დათო სოხაძე, ც. მჭედლიშვილი, ოთარ ლითანიშვილი
კომპოზიტორი დავით თორაძე, გიორგი (გოგი) ჩლაიძე
ოპერატორი მიხეილ მედნიკოვი
მონტაჟი ნელი დევნოზაშვილი
მხატვარი კახი ხუციშვილი
სტუდია ქართული ფილმი
გამოსვლის თარიღი 1984

სიუჟეტი რედაქტირება

ყოფილი პედაგოგის სალომეს ყოველდღიური შეგონებები ზნეობასა და თანამედროვე ახალგაზრდების გულგრილობაზე თავს აბეზრებს მის სტუდენტ ვაჟიშვილს, გიას, რომელიც დედის შეხედულებებს ძველმოდურად მიიჩნევს. სალომე მეუღლეს სთხოვს, გიას ღირებულებების გარკვევაში დაეხმაროს. შვილთან საუბრის შემდეგ ვახტანგი დაასკვნის, რომ საგანგაშო არაფერია, გია წესიერი ახალგაზრდაა და დროის შესაფერისად ცხოვრობს. ოჯახის წევრთა ურთიერთობას სალომეს ავადმყოფობა შეცვლის. მამა-შვილი გადაწყვეტს სალომეს ოცნება აუსრულოს და სამოგზაუროდ ლიტვაში წაიყვანოს.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება