დავით სიხარულიძე
დავით (თეიმურაზ) სიხარულიძე (დ. 24 ნოემბერი, 1953 — გ. 21 აპრილი, 2025) — ქართველი რეჟისორი, მხატვარი და სცენარისტი.
1975 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემიის დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების ფაკულტეტი, ხოლო 1982 წელს - საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი (მულტიპლიკაციური კინოს რეჟისორის სპეციალობით).
1995-1996 წლებში სტაჟირება გაიარა აშშ-ში, Warner Bros.-ში. არის საკავშირო და საერთაშორისო კინოფესტივალების ლაურეატი. კანის კინოფესტივალზე (1984), ოქროს პალმის რტოთი, დაჯილდოებულია ანიმაციური ფილმისთვის „ჭირი“.
ამჟამად ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას, არის საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.
გარდაიცავალა 2025 წლის 21 აპრილს, 71 წლის ასაკში.[1]
ფილმოგრაფია
რედაქტირება- ეფემერა (1982)
- ჭირი (1983)
- გულუბრყვილო ბატი ტასიკოს თავგადასავალი (1984)
- იაკობ გოგებაშვილი. ცხოვრება და მოღვაწეობა (2000)
- გავარდნილები (2008) - ანიმაციური
- ცრუპენტელა აღმზრდელი (2011)
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ გარდაიცვალა რეჟისორი დავით სიხარულიძე. 1tv.ge (22.04.2025).