სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მიმინო (მრავალმნიშვნელოვანი).

მიმინო“ — რეჟისორ გიორგი დანელიას მიერ კინოსტუდიაში „მოსფილმი“ 1977 წელს გადაღებული მხატვრული ფილმი. მთავარ როლებში: ვახტანგ კიკაბიძე და ფრუნზიკ მკრტჩიანი. საბჭოთა პერიოდის ამ კომედიამ 1977 წელს ოქროს პრემია მიიღო მოსკოვის საერთაშორისო კინოფესტივალზე.

მიმინო

კინოპოსტერი
რეჟისორი გიორგი დანელია
სცენარის ავტორი რევაზ გაბრიაძე
ვიქტორია ტოკარევა
როლებში ვახტანგ კიკაბიძე
ფრუნზიკ მკრტჩიანი
კომპოზიტორი გია ყანჩელი
ოპერატორი ანატოლი პეტრიცკი
სტუდია „მოსფილმი“
გამოსვლის თარიღი 1977
ხანგრძლივობა 92 წთ
ქვეყანა სსრკ

სიუჟეტი რედაქტირება

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

ვალიკო „მიმინო“ მიზანდარი ვერტმფრენის (რომელსაც „პეპელას“ უწოდებს) 34 წლის პილოტია. იგი მუშაობს ქართულ ავიახაზებზე და ქვეყნის ფარგლებში დაფრინავს. ერთხელ აეროპორტში მას ხვდება ყოფილი თანაკურსელი, რომელსაც თან ახლავს თანამშრომელი, ლარისა ივანოვნა. ვალიკოზე იგი დიდ შთაბეჭდილებას ახდენს. პილოტი გადაწყვიტავს, დიდ ავიაციაში გადავიდეს. ამ მიზნით იგი ტოვებს მშობლიურ სოფელს (სადაც ერთ-ერთი ადგილობრივი მკვიდრი ქალი მასზე შეყვარებულია) და მოსკოვში მიემგზავრება.

იქ ვალიკო მოხვდება სასტუმროს ნომერში, სადაც უკვე ცხოვრობს რუბენ ხაჩიკიანი (სომხეთიდან). ვალიკო ამაოდ ცდილობს ლარისა ივანოვნასთან დაკავშირებას. ამასობაში მას ეხარჯება მთელი ფული. ასევე აღმოჩნდება, რომ ისინი სასტუმროს ამ ნომერში შეცდომით მოხვდნენ.

რუბენი ცდილობს, დაეხმაროს ვალიკოს. ორივე შემთხვევით ხვდება ნუგზარს, რომელთანაც ვალიკოს დას რამდენიმე წლის წინ შვილი გაუჩნდა (ნუგზარმა ორივე მიატოვა). შურისძიების სურვილით, ვალიკო მის ბინაში შერბის, მაგრამ ფიზიკურად ნუგზარს არ ეხება, თუმცა აურზაურს აწყობს. სასამართლო პროცესის მსვლელობისას რუბენი ცდილობს მის სასარგებლოდ ჩვენებების მიცემას. ახალგაზრდა ადვოკატი გოგონა, რომლის კარიერაში ეს პირველი საქმეა, ამტკიცებს ვალიკოს უდანაშაულობას.

მიზანდარი ემშვიდობება რუბენს და ცდილობს შინ დაბრუნებას, თუმცა ფულის უქონლობა აწუხებს. აეროპორტში იგი შემთხვევით გაიცნობს ომის ვეტერან ვოლოხოვს, რომელიც მას თავისი მეგობრების დახმარებით ავიარეისზე მოაწყობს.

მიმინო ხდება დიდი საერთაშორისო ავიაციის თანამშრომელი. მაგრამ ამ დროს იგი უკვე ხშირად ფიქრობს შინ დაბრუნებაზე. ერთხელ უცხოური აეროპორტიდან იგი ცდილობს თელავში ახლობლებთან დაკავშირებას, მაგრამ მას შეაერთებენ თელ-ავივთან, სადაც მისთვის უცნობ ქართველ ემიგრანტს ესაუბრება. ნოსტალგიის გამო იგი საბოლოოდ გადაწყვიტავს, დაუბრუნდეს თავის ოჯახს.

აქტუალობა რედაქტირება

 
ფილმის გმირების ძეგლი დილიჯანში.

ფილმი თავის აქტუალობას არ კარგავს XXI საუკუნეშიც.

  • მოსკოვში გახსნილია ქართული სამზარეულოს რესტორნების ქსელი „მიმინო“, რომლის მენიუშიც შედის ამავე დასახელების სალათი ხორცით, ბადრიჯნით და პილპილით. ასეთივე დასახელების რამდენიმე კვების ობიექტი მუშაობს სხვადასხვა ქალაქებშიც.
  • მოსკოვში, კინოს სახლთან ახლოს, არის რესტორანი, რომელსაც ფასადზე დაფიქსირებული აქვს რეპლიკა ფილმიდან: „Я так думаю“ („მე ასე ვფიქრობ“).
  • სანქტ-პეტერბურგში არის რესტორნების ქსელი „ჩიტო-გვრიტო“.
  • უკრაინაში შექმნილია როკ-ჯგუფი „Я так думаю“ („მე ასე ვფიქრობ“)
  • 2011 წელს ფილმის გმირებს (ვალიკო, რუბიკა და ვოლოხოვი) და რეჟისორს ძეგლი დაუდგეს დილიჯანში.[1] მოქანდაკეა არმენ ვარდანიანი.
  • 2011 წლის შემოდგომაზე გაიხსნა „მიმინოს“ გმირების კიდევ ერთი ძეგლი თბილისში, ავლაბრის მოედანზე.[2]
  • თელავში, აეროდრომის ტერიტორიაზე, სადაც ფილმის გადაღებები მიმდინარეობდა, 2016 წელს გაიხსნა აეროპორტი სახელწოდებიოთ „მიმინო“[3] [4]
  • 2019 წელს ვალიკო მიზანდარის სკულპტურა (სერგეი ვოზისოვის ნამუშევარი) გაიხსნა მინსკში, ხალხთა მეგობრობის პარკში.[5] თავისი პერსონაჟის ძეგლი თავად ვახტანგ კიკაბიძემ გახსნა.

როლებში რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

 
ვიკიციტატაში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო რედაქტირება

  1. В армянском Дилижане поставили памятник героям фильма «Мимино»
  2. თბილისის უნიკალური და საინტერესო ძეგლები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-10-16. ციტირების თარიღი: 2022-10-16.
  3. თელავში აეროპორტი "მიმინო" გაიხსნა
  4. facebook — თელავის აეროპორტი „მიმინო“
  5. Вахтанг Кикабидзе открыл скульптуру «Мимино». დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-09-10. ციტირების თარიღი: 2022-10-16.