მოსფილმი (რუს. Мосфи́льм) — საბჭოთა და რუსული კინოსტუდია.[1]

დაფუძნდა 1924
სათავო ოფისი მოსკოვი, რუსეთი
მმართველი
კარენ შახნაზაროვი
პროდუქცია ფილმები, სერიალები,
სატელევიზიო პროგრამები

„მოსფილმი“ დაარსებულია 1924 წელს და ერთ-ერთი მსხვილი კინოსტუდიაა ევროპაში. 2020 წლის მონაცემებით მის ბაზაზე შეიქმნა 2500-ზე მეტი სრულმეტრაჟიანი კინოფილმი. მათ შორისაა ცნობილი ფილმები: „კაპიტან გრანტის შვილები“ (1936), „ვოლგა-ვოლგა“ (1938), „რუსლანი და ლიუდმილა“ (1938), „კუტუზოვი“ (1943), „ადმირალი ნახიმოვი“ (1946), „სიმწიფის ატესტატი“ (1954), „მიფრინავენ წეროები“ (1957), „ძოწის სამაჯური“ (1964), „ომი და მშვიდობა“ (1965-67), „ოპერაცია „Ы“ და შურიკის სხვა თავგადასავლები“ (1965), „კავკასიელი ტყვე-ქალი“ (1966), „ანა კარენინა“ (1967), „მაიორი ვიხრი“ (1967), „ბრილიანტის ხელი“ (1968), „ძმები კარამაზოვები“ (1968), „არ იდარდო!“ (1969), „თორმეტი სკამი“ (1971), „იტალიელების საოცარი თავგადასავალი რუსეთში“ (1973), „ბედის ირონია, ანუ გაამოთ“ (1975), „ბოშათა ბანაკი ცას მიემგზავრება“ (1975), „მიმინო“ (1977), „სამსახურებრივი რომანი“ (1977), „ავტოფარეხი“ (1979), „მოსკოვს ცრემლების არ სჯერა“ (1979), „თეირანი-43“ (1980), „საპასუხო სვლა“ (1981), „ეძიეთ ქალი“ (1982), „პასპორტი“ (1990) და სხვ.

კინოსტუდიაში მოღვაწეობდნენ ცნობილი რეჟისორები: ლეონიდ გაიდაი, სერგეი ბონდარჩუკი, ვლადიმერ გერასიმოვი, ალექსანდრე ალოვი, ვლადიმერ ნაუმოვი, ვლადიმერ ბასოვი, მიხეილ კალატოზიშვილი, მერი ანჯაფარიძე, გიორგი დანელია, გიორგი შენგელაია, ომარ გვასალია, თამაზ მელიავა, ელდარ რიაზანოვი, ემილ ლოტიანუ, ვლადიმერ მენშოვი, ალა სურიკოვა, კარენ შახნაზაროვი და სხვ.

2011 წელს კორპორაცია „Google“-მა და კინოსტუდია „მოსფილმმა“ გამოაცხადეს ურთიერთ პარტნიორული შეთანხმებისა და ვიდეოპორტალ „YouTube“-ზე „მოსფილმის“ არხის გაშვების შესახებ.[2]

განყოფილებები[3] რედაქტირება

  • კოსტიუმებისა და რეკვიზიტების სახლი
  • სატელევიზიო უფლებებისა და ინტერნეტ-პროექტების განყოფილება
  • ხენტრალური საწარმოო სამმართველო
  • საოპერატორო ტექნიკის კომპლექსი
  • საწარმოო კომპლექსი „ტონსტუდია“
  • სამონტაჟო
  • საწარმოო კომპლექსი „ტელეკინო“
  • კომპიუტერული გრაფიკის ჯგუფი
  • ფირების დასამუშავებელი ლაბორატორია
  • საერთაშორისო კავშირებისა და გაქირავების სამსახური
  • „მოსფილმ-დეკორმშენი“
  • სამხედრო-ტექნიკური კინობაზა
  • ავტოსატრანსპორტო ცეხი
  • საიარაღო განყოფილება
  • საინფორმაციო ცენტრი „მოსფილმ-ინფო“
  • „მოსფილმფონდი“
  • სპეციალისტების მოსამზადებელი კურსი
  • კინოკონცერნ „მოსფილმის“ რედაქცია
  • სასტუმრო „მოსფილმი“
  • „მოსფილმის“ მუზეუმი

ჯილდოები რედაქტირება

ფოტოგალერეა რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

  ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: მოსფილმი

სქოლიო რედაქტირება