Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მიმინო (მრავალმნიშვნელოვანი).

მიმინო (ლათ. Accipiter nisus) — მტაცებელი ფრინველი ქორისებრთა ოჯახისა. დედალი ტანად მამალზე დიდია. მიმინოს სხეულის სიგრძე 31-41 სმ, მასა 150-275 გრამს აღწევს. გავრცელებულია ევროპაში, აზიასა და აფრიკაში (ეგვიპტე). არ არის ტუნდრის ზონაში.

მიმინო
Accipiter nisus kill.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
ქვეტიპი:  ხერხემლიანები
კლასი:  ფრინველები
რიგი:  ქორისნაირნი
ოჯახი:  ქორისებრნი
გვარი:  ქორი
სახეობა:  მიმინო
ლათინური სახელი
Accipiter nisus
დაცვის სტატუსი
Status iucn3.1 LC ka.svgსაჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 22695624
Accipiter nisus

საქართველოში ბინადრობს, ბუდეს ხეზე იკეთებს. 4-5 კვერცხს დებს. 31-33 დღე-ღამეს კრუხობს. ამ პერიოდში დედალს და მართვეებს (ქულებს) მამალი აჭმევს. მიმინო იკვებება უმთავრესად პატარა ჩიტებით (ორნითოფაგია), აგრეთვე მღრღნელებით, ქვეწარმავლებით, ამფიბიებითა და მწერებით. დასავლეთ საქართველოს ზოგ რაიონში მიმინოს შავარდნის მაგივრად იყენებენ სანადიროდ. წვრთიან მართვეს.

ლიტერატურარედაქტირება