ქორისებრნი (ლათ. Accipitridae) — ფრინველთა ოჯახი ქორისნაირთა რიგისა. მოიცავს განსხვავებული ზომის ფრინველება (მასა 50 გ-დან 19 კგ-მდე), რომლებიც გავრცელებული არიან მთელ დედამიწაყე (გარდა ანტარქტიკისა, ზოგიერთი ოკეანური კულძულისა და სრულიად უწყლო უდაბნოებისა). აერთიანებს 67 გვარის 254 სახეობას.[1] ბინადრობენ ტყეში, მთაში, ტუნდრაში, ველზე და უდაბნოში. ბუდეს იკეთებენ ხეზე, ბუჩქზე, მიწაზე. კლდის ნაპრალში, ლერწმიანში. ქორისებრნი პრაქტიკულად (აფრიკული სვავის გარდა, რომელიც პალმების ნაყოფებით იკვებება) ყველა იკვებება ცხოველებით, მათ შორის არიან პოლიფაგები, ენტომოფაგები, ნეკროფაგები და სხვა. საქართველოში ამ ოჯახიდან გვხვდება ქორი, ქორცქვიტა, მიმინო, მდელოს, მინდვრისა და ჭაობის ძელქორები, ძერა, თეთრკუდა არწივი ანუ ფსოვი, ყაჯირი, ორბი, სვავი, კრავიჭამია ანუ ბატკანძერი, არწივი, კრაზანაჭამია ანუ ბოლოკარკაზი, გველიჭამია არწივი ანუ ძერაბოტი, კაკაჩა. ბოლო წლებში რიცხოვნობის მკვეთრი დაქვეითების გამო მათი უმრავლესობა სახელმწიფოებრივ დაცვას ექვემდებარება, შეტანილია საქართველოს „წითელ წიგნში“.

ქორისებრნი
ბორა
ბორა (Milvus milvus)
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ფრინველები
რიგი:  ქორისნაირნი
ოჯახი:  ქორისებრნი
ლათინური სახელი
Accipitridae (Vieillot, 1816)

ლიტერატურა

რედაქტირება