ძერა (ლათ. Milvus) — მტაცებელი ფრინველების გვარი ქორისნაირთა რიგისა.[1] აქვთ გრძელი, ამოკვეთილი ბოლო, ფართო, გრძელი ფრთები. მოიცავს 3 სახეობას: წითელ ძერას ანუ ბორას, ეგვიპტურ ძერას და შავ ძერას. უკანასკნელი გავრცელებულია ევროპაში, აზიაში, აფრიკასა და ავსტრალიაში, მადაგასკარზე. საქართველოში ბინადრობს, ზამთარში ნომადობს. ბუდეს იკეთებენ ხეზე, კლდეზე ან ხრამში. აპრილ-მაისში დებენ 2-4 კვერცხს, რომელთა ინკუბაცია 1 თვეს გრძელდება. კრუხობს ორივე მშობელი. იკვებებიან მღრღნელებით, ქვეწარმავლებით, ლეშით, იშვიათად თევზითა და წვრილ-წვრილი ფრინველებით.

ძერა

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
ქვეტიპი:  ხერხემლიანები
კლასი:  ფრინველები
რიგი:  ქორისნაირნი
ოჯახი:  ქორისებრნი
გვარი:  ძერა
ლათინური სახელი
Milvus (Lacepede, 1799)

ლიტერატურა

რედაქტირება
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ძერა&oldid=4092946“-დან