არწივი[1] (ლათ. Aquila) — ფრინველების გვარი ქორისნაირთა რიგისა.[2] სხეულის წონა 6 კგ-მდეა (მთის არწივი), ფრთების შლილი 2–2,5 მ-მდე. თითები ბუმბულით შემოსილია გალომდე. გარეთა და შუა თითების ბრჭაყელი ძლიერ განვითარებულია, ფრთები — გრძელი და განიერი, ბოლო — მომრგვალებული. მამალი და დედალი ერთნაირი შეფერილობისაა. ცნობილია 14 სახეობა.[2] გავრცელებულია ევრაზიაში, აფრიკასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. ცხოვრობს ტყეებში, ველებზე, ნახევრად უდაბნოებში, უდაბნოებში, მთამაღალზე. ბუდეს იკეთებს ხეებზე, კლდეებზე ან მიწაზე. დებს 1–3 კვერცხს, კრუხობა გრძელდება 40–45 დღეს. იკვებებიან პატარა და საშუალო ზომის ხერხემლიანი ცხოველებით, ზოგჯერ მძორითაც. ყველა არწივი (გარდა მთის და ქორისებრი არწივისა) სასარგებლოა, ვინაიდან ანადგურებს მავნე მღრღნელებს. შუა აზიაში მთის არწივს ათვინიერებენ და სანადიროდ იყენებენ. საქართველოში გვხვდება არწივის 6 სახეობა: მცირე არწივი, მყივანი არწივი, ბეგობის არწივი, ველის არწივი, მ. შ. არის როგორც მობინადრე, ისე მიმომფრენი სახეობები.