ჩია არწივი[1] (ლათ. Aquila pennata) — ფრინველი ქორისნაირთა რიგისა. მისი სხეულის სიგრძეა 46-53 სმ, ფრთების შლილი 35-43,5 სმ, მასა 700 -მდე. გავრცელებულია ჩრდილო-დასავლეთ აფრიკაში, სამხრეთ ევროპაში, წინა და შუა აზიაში, აღმოსავლეთით კი ჩრდილოეთ მონღოლეთამდე. საქართველოში გვხვდება გადაფრენისას. ვერტიკალურად ადის ზღვის დონიდან 2000 -მდე. იკვებება პატარ-პატარა ფრინველებით და თაგვისებრნი მღრღნელებით. ქვესახეობებიდან საქართველოში გვხვდება ევროპული ჩია არწივი (ლათ. Aquila pennata pennata).

ჩია არწივი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ფრინველები
რიგი:  ქორისნაირნი
ოჯახი:  ქორისებრნი
გვარი:  არწივი
სახეობა:  ჩია არწივი
ლათინური სახელი
Aquila pennata
სინონიმები
  • Hieraaetus pennatus
  • Aquila minuta
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 22696092
გავრცელება

  ბუდობის არეალი
  წლიური არეალი
  ზამთრის მიგრაცია

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. კუტუბიძე მ., ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია, თბ.: „მეცნიერება“, 1973. — გვ. 101.