სვავი (Aegipius monachus) — ფრინველი ქორისნაირთა რიგისა. ტანად დიდია. ს. 100-110 ცმ., ფ.ს. 250-295 სმ., წონა 7-12 კგ. გავრცელებულია სამხრეთ ევროპაში, ჩრდილოეთ აფრიკასა და აზიაში. ვერტიკალურად ზღვის დონიდან 3300 მ-მდე ადის. ბინადრობს ყოფილი სსრკ-ს ტერიტორიაზე. საქართველოში ცხოვრობს მთებში, ზეგნებსა და ღია ადგილებში.

სვავი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ფრინველები
რიგი:  ქორისნაირნი
ოჯახი:  ქორისებრნი
გვარი:  სვავი
სახეობა:  სვავი
ლათინური სახელი
Aegipius monachus
დაცვის სტატუსი
საფრთხესთან ახლოს მყოფი
საფრთხესთან ახლოს მყოფი
IUCN 3.1 Near Threatened : 22695231
გავრცელება

ევრაზიაში გავრეცელებულ მტაცებელ ფრინველებს შორის ყველაზე დიდია. ახალგაზრდა ფრინველის მოყავისფრო-მოშავო შეფერილობა ასაკის მატებასთან ერთად მუქი ყავისფერი ხდება. თავი და კისერი თითქმის მთლიანად ღია ფერის ღინღლით არის დაფარული. გამონაკლისს წარმოადგენს ყელი და არე თვალის გარშემო, რომელიც შავია.

ჰაერში ორბისგან განირჩევა შედარებით გრძელი, სოლისებური კუდით, მუქი შეფერილობით და ფრთების მდგომარეობით, რომლებიც სვავს თითქმის ერთ დონეზე უჭირავს, ორბს კი ოდნავ ზემოთ აქვს აწეული.

მძორისმჭამელ ფრინველთა შორის სვავი ერთ-ერთი უიშვიათესია. ბინადრობს დაბლობში, თუმცა არც თუ იშვიათად მთაშიც გვხვდება.

სვავები მუდმივ წყვილებს ქმნიან. ბუდეს იკეთებენ ძნელად მისასვლელ ადგილებში ხეებზე, იშვიათად კლდეებზე. ბუდეები გარკვეული მანძილითაა ერთმანეთისგან დაშორებული. დედალი სვავი მარტში ერთ კვერცხს დებს. ინკუბაცია 55 დღეს გრძელდება. კრუხობს ორივე „მშობელი“ მორიგეობით. სვავები მძორით იკვებებიან, დიდრონ ძვლებსაც ყლაპავენ და კარკად ინელებენ, იშვიათად ცოცხალ ცხოველებსაც (მღრღნელები, ხვლიკები, კუ, ბატკანი და მისთ.) ეტანებიან. გამაძღარ სვავს ფრენა უჭირს. დაბალი რეპროდუქციის გამო მეტად მცირერიცხოვანია. შეტანილია საქართველოს „წითელ წიგნში“

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება