თვალშავი
თვალშავი, ჩვეულებრივი თვალშავი ან ძელქორი[1] (ლათ. Falco vespertinus) — მტაცებელი ფრინველი შავარდნისნაირთა რიგისა.[2] სხეულის სიგრძე 30 სმ აღწევს. მამალი ლეგა-შავია, წითელფეხებიანი; დედალს წითური მუცელი და ლეგა ზურგი აქვს, განივი მუქი ზოლებით. თვალშავი გავრცელებულია ევროპასა და აზიაში, ციმბირში მდინარე ლენამდე, ზამთრობს სამხრეთ აფრიკაში. საქართველოში გვხვდება მიმოფრენისას, გაზაფხულზე (აპრილში) და შემოდგომაზე (აგვისტო-სექტემბერში). ბუდობს ხეებზე სხვა ფრინველების ბუდეში. იკვებება მწერებითა და წვრილი მღრღნელებით, რითაც დიდი სარგებლობა მოაქვს. უწინ თვალშავი ეწოდებოდა ფრინველთა გვარს, რომელშიც ორი სახეობა იყო გაერთიანებული: თვალშავი (ლათ. Erythropus vespertinus) და ამურის თვალშავი (ლათ. Erythropus amurensis), რომელიც გავრცელებულია სამხრეთ-აღმოსავლეთ ციმბირსა და შორეულ აღმოსავლეთში.
თვალშავი | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
მამალი (მარცხნივ) და დედალი (მარჯვნივ) | |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Falco vespertinus (Linnaeus, 1766) | |||||||||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||||||||
საფრთხესთან ახლოს მყოფი IUCN 3.1 Near Threatened : 22696432 | |||||||||||||||
არეალი | |||||||||||||||
ბუდობის არეალი
ზამთრის მიგრაცია | |||||||||||||||
|
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 672.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 267.
- ↑ თვალშავი (TSN 175656). ინტეგრაციული ტაქსონომიის საინფორმაციო სისტემა.