ავტოფარეხი (1979 წლის ფილმი)
1979 წლის ფილმი
ავტოფარეხი (რუს. Гараж) — რეჟისორ ელდარ რიაზანოვის 1979 წლის საბჭოთა ტრაგიკომედიური ფილმი.
„ავტოფარეხი“ | |
---|---|
ჟანრი | კომედია, სატირა |
დამდგმელი რეჟისორი | ელდარ რიაზანოვი |
ნაწარმოები | ემილ ბრაგინსკი |
მუსიკა | ანდრე პეტროვი |
ოპერატორი | ვლადიმერ ნახაბცევი |
სტუდია | მოსფილმი |
გამოსვლის თარიღი | 1979 |
ქვეყანა | სსრკ |
ენა | რუსული |
სიუჟეტი
რედაქტირებაყურადღება! ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.
სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ზოოლოგიური მუზეუმის კოოპერატივი „ფაუნა“ იკრიბება, რათა მიიღოს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. კოოპერატივი ავტოფარეხს აშენებს, თუმცა რაიონის განაშენიანების ახალი გეგმის გამო მათ ოთხ ადგილს ჩამოაჭრიან. ხელმძღვანელობას უკვე შერჩეული ჰყავს ის ოთხი წევრი, რომლებიც უავტოფარეხოდ დარჩებიან. მხოლოდ კენჭისყრაა საჭირო, თუმცა ოთხივე წევრი დიდ წინააღმდეგობას გამოავლენს. ერთ-ერთი წევრი ოთახის კარს ჩაკეტავს და კრების წევრები მთელ ღამეს ერთად გაატარებენ მანამ, სანამ კონსესუსამდე არ მივლენ.
როლებში
რედაქტირება- ვალენტინ გაფტი — სიდორინი, კოოპერატივის თავმჯდომარე
- ია სავინა — ანიკეევა, კოოპერატივის თავმჯდომარის მოადგილე
- ალა ბუდნიცკაია — კოოპერატივის მდივანი
- ანდრეი მიაგკოვი — ხვასტოვი
- ლია ახეჯაკოვა — მალაევა
- გიორგი ბურკოვი — ვიტალი ფეტისოვი
- სვეტლანა ნემოლიაევა — გუსკოვის ცოლი
- ლეონიდ მარკოვი — პროფესორი სმირნოვსკი
- ოლგა ოსტროუმოვა — მარინა, პროფესორის ქალიშვილი
- იგორ კოსტალევსკი — მილოსერდოვის შვილი
- ნატალია გურზო — ნატაშა
- ვიაჩესლავ ნევინნი — კარპუხინი
- ანასტასია ვოზნესენსკაია — კუშაკოვა, ბაზრის დირექტორი
- გლებ სტრიჟენოვი — იაკუბოვი
- ბორისლავ ბრონდიუკოვი — საქმრო, ინსტიტუტის თანამშრომელი
- სემიონ ფარადა — ტრომბონისტი
- ელდარ რიაზანოვი — მწერების განყოფილების უფროსი
- მიხეილ კოკშენოვი — „კარატისტი“