ია სავინა
ია სავინა (რუს. Ия Сергеевна Саввина; დ. 2 მარტი, 1936, ვორონეჟი, სსრკ — გ. 27 აგვისტო, 2011, მოსკოვი, რუსეთი) — საბჭოთა და რუსი თეატრისა და კინოს მსახიობი; სსრკ სახალხო არტისტი (1990),[1] სსრკ სახელმწიფო პრემიის (1983) და ძმები ვასილიევების სახელობის რსფსრ სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1990).
ია სავინა | |
---|---|
ია სავინა ფილმში „მანდილოსანი ფინიით“ | |
დაბადების თარიღი |
2 მარტი, 1936 ვორონეჟი, სსრკ |
გარდაცვალების თარიღი |
27 აგვისტო, 2011 (75 წლის) მოსკოვი, რუსეთი |
საქმიანობა | მსახიობი |
ჯილდოები |
სსრკ სახალხო არტისტი |
ბიოგრაფია
რედაქტირებაია სავინა დაიბადა 1936 წლის 2 მარტს ვორონეჟში. 1958 წელს დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. მსახიობობა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ თეატრის სცენიდან დაიწყო, სადაც 1957 წელს ითამაშა გახმაურებულ სპექტაკლში „ასეთი სიყვარული“, ჩეხი მწერლის, პაველ კოჰუტის პიესის მიხედვით.
1960 წელს იოსებ ხეიფიცმა კინოსტუდია „ლენფილმში“ ჩეხოვის „მანდილოსანი ფინიით“ კინოადაპტაცია გადაიღო, სადაც სავინამ მთავარი როლი შეასრულა.
1960 წლიდან — მოსსოვეტის თეატრის მსახიობია, 1977 წლიდან კი — მოსკოვის სამხატვრო თეატრის (МХТ, 1979 წლიდან შტატში),[2] ხოლო მისი გაყოფის შემდეგ (1989 წლიდან) — მოსკოვის ა. ჩეხოვის სახელობის სამხატვრო თეატრში.
ია სავინას იღებდნენ ფილმებშიც. 1967 წელს მან შეასრულა მთავარი როლი ანდრია კონჩალოვსკის ფილმში „ამბავი ასია კლიაჩინაზე, რომელსაც უყვარდა, მაგრამ არ გათხოვდა“. 25 წლის შემდეგ, 1994 წელს, კონჩალოვსკიმ გადაიღო ფილმის გაგრძელება, მაგრამ სავინამ უარი თქვა მასში მონაწილეობაზე. ერთი ვერსიით, მან სცენარი შეურაცხმყოფელად მიიჩნია რუსი ხალხისთვის. სცენარის წაკითხვის შემდეგ მან კონჩალოვსკის უთხრა: „გესმის, რომ წერ რუს ხალხზე?! ეს დაცინვაა!“[3] მეორე ვერსიით, მან ვერ მიიღო მონაწილეობა გადაღებებში მძიმე ავადმყოფი შვილის გამო (მსახიობის ვაჟი სერგეი შესტაკოვი დაუნის სინდრომით დაიბადა). შედეგად, ასია კლიაჩინას როლი შეასრულა ინა ჩურიკოვამ.
ახმოვანებდა მულტფილმებს. ვინი პუჰზე მულტფილმებში გოჭის („პიტაჩოკის“) გახმოვანებისას მისი მეგობრის, ბელა ახმადულინას ინტონაცია გამოიყენა.[4]
არის არაერთი კინონარკვევის ავტორი სერგეი იურსკის, მიხეილ ულიანოვის, ნინა ურგანტის, ფაინა რანევსკაიას, ლიუბოვ ორლოვას, ქართული კომედიების და სხვათა შესახებ.[5]
2008 წელს სავინას მელანომის დიაგნოზი დაუსვეს. სიმსივნე ამოკვეთეს, მაგრამ სავინამ ქიმიოთერაპიაზე უარი თქვა. 2011 წელს მსახიობმა ინსულტი გადაიტანა. მას ოპერაცია გაუკეთეს, მაგრამ სიმსივნემ პროგრესირება დაიწყო და მეტასტაზები გაჩნდა.
2011 წლის ივლისში ავარია მოხდა იაროსლავ-ვლადიმირის გზატკეცილზე, რომელშიც ორი მგზავრი დაშავდა: ერთი მათგანი ია სავინა იყო. ავარიამ მსახიობის ავადმყოფობის გართულება გამოიწვია, რაც მისი გარდაცვალების მიზეზი გახდა.
სავინა 76 წლის ასაკში, 2011 წლის 27 აგვისტოს გარდაიცვალა მოსკოვში მელანომის (კანის კიბოს) გართულების გამო. გამომშვიდობება 1 სექტემბერს მოსკოვის ა. პ. ჩეხოვის სახელობის სამხატვრო თეატრში შედგა. მსახიობთან გამოსამშვიდობებლად მოვიდნენ მისი კოლეგები ოლეგ ტაბაკოვი, სერგეი იურსკი, ნატალია ტენიაკოვა და სხვა ახლო მეგობრები. იმავე დღეს იგი დაკრძალეს ნოვოდევიჩის სასაფლაოზე მსახიობების სერგეი ბონდარჩუკის, ევგენი ევსტიგნეევის, ანატოლი პაპანოვის და ევგენი ლეონოვის საფლავების გვერდით.[6] [7]
ოჯახი
რედაქტირებაპირველი ქმარი (1956-1974) — ვსევოლოდ მიხეილის ძე შესტაკოვი (1927- 2011) — ჰიდროგეოლოგი, პროფესორი, მსახიობი.
- ვაჟი — სერგეი ვსევოლოდის ძე შესტაკოვი (1957-2021),[8] დაიბადა დაუნის სინდრომით, საუბრობდა ინგლისურად, უკრავდა ფორტეპიანოზე, შესანიშნავად ხატავდა, კითხულობდა ლექსებს. კარგად სწავლობდა სკოლაში, ჩააბარა უნივერსიტეტში და მუშაობდა თარჯიმნად.[9] ის გარდაიცვალა 2021 წლის შემოდგომაზე, მოხდა მისი კრემაცია და დაკრძალეს ნოვოდევიჩის სასაფლაოზე, დედის გვერდით. [10] [11] [12]
მეორე ქმარი (2011-დან) — ანატოლი ვასილიევი (დ. 1939)[13], რუსეთის ფედერაციის დამსახურებული არტისტი, ტაგანკის თეატრის მსახიობი, რეჟისორი, კომპოზიტორი (ისინი შეხვდნენ 1979 წელს, ერთად ცხოვრობდნენ 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ხელმოწერის გარეშე. ოფიციალურად დაქორწინდნენ სავინას გარდაცვალებამდე ორი კვირით ადრე).[14]
ჯილდოები და აღიარება
რედაქტირება- 1962 — იაკუტიის ასსრ-ის დამსახურებული არტისტი
- 1969 — რსფსრ-ის დამსახურებული არტისტი
- 1977 — რსფსრ-ის სახალხო არტისტი
- 1983 — სსრკ სახელმწიფო პრემია ლიტერატურის, ხელოვნებისა და არქიტექტურის დარგში ფილმისთვის „პირადი ცხოვრება“
- 1990 — სსრკ სახალხო არტისტი
- 1990 — ძმები ვასილიევების სახელობის რსფსრ სახელმწიფო პრემია
- 2006 — ორდენი მამულის წინაშე დამსახურებისათვის (IV ხარისხის)
- 1996 — მეგობრობის ორდენი სამამულო ხელოვნების განვითარებაში უდიდესი პირადი წვლილისთვის
- სხვადასხვა მედლები
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Указ Президиума Верховного Совета СССР от 6 марта 1990 г. № 1302-I «О присвоении почётного звания „Народный артист СССР“ тов. Саввиной И. С.»
- ↑ МХТ им. А. П. Чехова. Ия Сергеевна Саввина. ციტირების თარიღი: 2023-02-23
- ↑ Андрей Кончаловский — официальный сайт. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-11-26. ციტირების თარიღი: 2009-07-03.
- ↑ Ия Саввина: «Я непрофессиональная актриса». Новая Неделя. Итоги. ციტირების თარიღი: 2014-10-13
- ↑ МХТ им. А. П. Чехова: Ия Саввина. ციტირების თარიღი: 2018-12-10
- ↑ В Москве простились с актрисой Ией Саввиной. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-10-21. ციტირების თარიღი: 2011-09-01.
- ↑ Ию Саввину похоронили на Новодевичьем кладбище. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-10-25. ციტირების თარიღი: 2011-09-01.
- ↑ «Навсегда остался трёхлетним ребёнком»: умер «особенный» сын Ии Саввиной. ციტირების თარიღი: 2021-10-22
- ↑ Саввина Ия — биография. ციტირების თარიღი: 2011-08-28
- ↑ Умер неизлечимо больной сын Ии Саввиной: "Навсегда остался трехлетним ребенком". ციტირების თარიღი: 2021-12-05
- ↑ Скончался «особенный» сын звезды советского кино Ии Саввиной. ციტირების თარიღი: 2021-12-05
- ↑ Умер страдавший синдромом Дауна сын звезды советского кино Ии Саввиной. ციტირების თარიღი: 2021-12-05
- ↑ Васильев Анатолий — биография. ციტირების თარიღი: 2011-09-06
- ↑ Ия Саввина вышла замуж. ციტირების თარიღი: 2011-09-06