ბელა ახმადულინა

რუსი პოეტი.

ბელა (იზაბელა) ახატის ასული ახმადულინა (რუს. Белла Ахатовна Ахмадулина; დ. 10 აპრილი, 1937, მოსკოვი — გ. 29 ნოემბერი, 2010, მოსკოვი) — რუსი პოეტი.

ბელა ახმადულინა
რუს. Изабелла Ахатовна Ахмадулина
დაბადების თარიღი 10 აპრილი, 1937(1937-04-10)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9]
დაბადების ადგილი მოსკოვი[1]
გარდაცვალების თარიღი 29 ნოემბერი, 2010(2010-11-29)[10] [2] [3] [11] [4] [5] [6] [7] (73 წლის)
გარდაცვალების ადგილი პერედელკინო
დასაფლავებულია ნოვოდევიჩიეს სასაფლაო[11]
საქმიანობა პოეტი, მთარგმნელი, მწერალი, დრამატურგი, სცენარისტი და მსახიობი
ენა რუსული ენა
მოქალაქეობა  სსრკ
 რუსეთი
ალმა-მატერი მაქსიმ გორკის ლიტერატურული ინსტიტუტი
ჟანრი ლირიკა
ჯილდოები სსრკ-ის სახელმწიფო პრემია, პუშკინის პრემია, ორდენი „მამულის წინაშე დამსახურებისათვის“ მე-2 ხარისხი, ორდენი „მამულის წინაშე დამსახურებისათვის“ მე-3 ხარისხი და ხალხთა მეგობრობის ორდენი
მეუღლე ევგენი ევტუშენკო, იური ნაგიბინი და ელდარ კულიევი
ხელმოწერა

ბიოგრაფია

რედაქტირება

1960 წელს დაამთავრა მაქსიმ გორკის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტი. ლექსებს ბეჭდავდა 1955 წლიდან. პირველი კრებული „სიმი“ 1962 წელს გამოსცა. ლირიკული ლექსების გარდა ავტორია პიემების, მოთხრობების, ნარკვევების, ლიტერატურული პორტრეტებისა და ესეებისა. ახმადულინას შემოქმედებაში დიდი ადგილი უკავია მხატვრულ თარგმანს. მან პირველმა წარუდგინა რუსულენოვან მკითხველს ანა კალანდაძე და პირველმა დაარღვია გალაკტიონ ტაბიძის უფერულ თარგმანთა სტერეოტიპი და რუსულად ააჟღერა მისი შედევრები. მანვე შესანიშნავად თარგმნა ნიკოლოზ ბარათაშვილის, გალაკტიონ ტაბიძის, ს. ჩიქოვანის, კ. კალაძის, ი. აბაშიძის, გ. აბაშიძის, ი. ნონეშვილის, ა. სულაკაურის, მ. ქვლივიძის, თ. ჭილაძის, ო. ჭილაძის, მ. ფოცხიშვილის, ი. ორჯონიკიძის, აგრეთვე აფხაზი მწერლების: ბ. შინქუბას და ვ. თარბას ნაწარმოებები.

საქართველოს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ახმადულინას შემოქმედებაში მისი ნაწარმოებების მნიშვნელოვანი ნაწილი საქართველოსადმია მიძღვნილი. წლების მანძილზე ახმადულინას ლექსები პირველად ჟურნალ „ლიტერატურნაია გრუზიაში“ (რუს. Литературная Грузия) იბეჭდებოდა. საქართველოშივე, გამომცემლობა „მერანში“ გამოვიდა პოეტის ყველაზე ვრცელი კრებულები „სიზმრები საქართველოზე“ (1977, 1979), რომლებიც მოიცავს მანამდე გამოქვეყნებულ სხვადასხვა ჟანრის (ლექსები, პოემები, თარგმანები, პროზა, წერილები) ნაწარმოებებს და პირველ პუბლიკაციებსაც (რედაქტორ-შემდგენელი გ. მარგველაშვილი).

1977 წელს ახმადულინა გახდა ამერიკის ხელოვნებისა და ლიტერატურის აკადმიის საპატიო წევრი. 1989 წელს მიენიჭა სსრკ-ის სახელმწიფო პრემია. საერთაშორისო „ტრიუმფის პრიზის“ ლაურეატი (1993).

დაკრძალულია მოსკოვში, ნოვოდევიჩის სასაფლაოზე.[12]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 Ахмадулина Белла Ахатовна // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  2. 2.0 2.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  3. 3.0 3.1 SNAC — 2010.
  4. 4.0 4.1 FemBio database
  5. 5.0 5.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  6. 6.0 6.1 Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  7. 7.0 7.1 Babelio — 2007.
  8. Proleksis enciklopedija, Opća i nacionalna enciklopedija — 2009.
  9. Русская литература XX века. Прозаики, поэты, драматурги / под ред. Н. Н. Скатов — 2005. — С. 135–137. — ISBN 5-94848-245-6
  10. Poet Bella Akhmadulina DeadThe Moscow Times, 2010.
  11. 11.0 11.1 Find a Grave — 1996.
  12. Беллу Ахмадулину похоронили на Новодевичьем кладбище // "Лента.Ру"